მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ხორბლის სპირტი
ხორბლის სპირტი

ხორბლის სპირტი

შპს “დიდგორის ველი” ქართული წარმოებაა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა. დამფუძნებლი – ბნ. პეტრე ჯმუხაძის ოცნება იყო თავისი ხელით აეწყო და დაეფუძნებინა წარმოება, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ ექნებოდა; მცირე საწარმო, სადაც იწარმოებოდა როგორც ხორბლის რექტიფიცირებული მაღალი კლასის სპირტი, ასევე პრემიუმ ხარისხის არაყი. ბრენდის მამოძრავებელი იდეა – ქართული პროდუქტის წარმოება, რომელიც ეძღვნება ქართველთა უდიდეს გამარჯვებას, ძლევაი საკვირველს, დიდგორის ბრძოლას, რომელიც 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა.

„დიდგორის ველი“-ს ხორბლის სპირტი მზადდება განსაკუთრებული ტექნოლოგიით. დიდი ძალისხმევა და დრო დაიხარჯა დასახული მიზნის მისაღწევად. მიზანი კი ისეთი პროდუქტის შექმნა იყო, რომელიც გაამართლებდა მის სახელს. განსაკუთრებული შედეგის მისაღებად გადაწყდა, რომ ხორბლის სპირტის დამზადებისას ფერმენტიზაცია გაკეთებულიყო ქერის მწვანე ალაოთი, რაც უზრუნველყოფდა პროდუქციის სირბილესა და თავისებურ არომატს. საბოლოოდ, სპირტის დამზადებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მივიღეთ 96,5% ხორბლის სუფთა სპირტი.

სწორედ “დიდგორის ველი”-ს მიერ დამზადებული ხორბლის 96,5%-იანი სპირტი გამოიყენება პრემიუმ პროდუქტის – ხორბლის არაყი “დიდგორის ველი”-ს დამზადებისას.