მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ხის ჩარჩო
ხის ჩარჩო

ხის ჩარჩო

ი. მ. მარიამ შენგელიამ მეგობრებთან ერთად საქმიანობა 2014 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ დაიწყო ბრენდ “პამაქელა“-ს ისტორია. დღეს ხის საათები, სახაზავი და ხის ჩარჩოები კომპანიის საფირმო პროდუქციაა, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ შეკვეთით პირდაპირ Facebook გვერდიდან.

სხვადასხვა ზომის ფოტოების დასაკიდი ხის ჩარჩო პამაქელას ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. როგორც ხედავთ ჩარჩოს შიგნით თოკები იბმება, ზედ კი სურათები იკიდება. მასალად ფიჭვი და წიფელა გამოიყენება. ჩარჩოს სტანდარტული ზომა 60/40 სმ. ფერები კი ბუნებრივი ხის ფერი, ცისფერი დაძველებით, ყავისფერი დაძველებით და თეთრი დაძველებით. სპეციალური შეკვეთით შესაძლებელია ორიგინალური ზომების მქონე ხის ჩარჩოს დამზადება.