მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ხის სახაზავი
ხის სახაზავი

ხის სახაზავი

ი. მ. მარიამ შენგელიამ მეგობრებთან ერთად საქმიანობა 2014 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ დაიწყო ბრენდ “პამაქელა“-ს ისტორია. დღეს ხის საათები, სახაზავი და ხის ჩარჩოები კომპანიის საფირმო პროდუქციაა, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ შეკვეთით პირდაპირ Facebook გვერდიდან.

აღვბეჭდოთ როგორ იზრდებიან ჩვენი პატარები, ეს ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანი დეტალია. ალბათ ყველა სახლში შეხვდებით კედელზე ნახაზებს, სადაც წლები, თვეები და რიცხვებია მიწერილი. ეს არის ისტორია, თუმცა წლებთან ერთად ამ მეტად საყვარელ და საჭირო ჩანაწერებს  სახლის რემონტი ან ბინის შეცვლა გვაკარგვინებს.  ეს სახაზავიც სწორედ ამიტომ არის ყველაზე პრაქტიკული და საჭირო ნივთი. მასზე მონიშნული საყვარელი ისტორია სამუდამოდ დაგრჩებათ.

სახაზავი პამაქელას ახალი პროდუქტია. ალბათ ყველას კარგად ახსოვს 80-90-იან წლებში როგორი სახაზავი გვქონდა სკოლაში. ნოსტალგია გახდა ამ იდეის საწყისი. პრაქტიკული და საჭირო პროდუქტი, რომელიც ყველა მშობლისთვის სასურველი დეკორატიული და ამავდროულად  გამოყენებადი ნივთია. მასალად გამოიყენება ფიჭვი, სახაზავის საკიდი კი ნატურალური ქართული  ტყავისგანაა დამზადებული.