მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ხის საათი
ხის საათი

ხის საათი

ი. მ. მარიამ შენგელიამ მეგობრებთან ერთად საქმიანობა 2014 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ დაიწყო ბრენდ “პამაქელა“-ს ისტორია. დღეს ხის საათები, სახაზავი და ხის ჩარჩოები კომპანიის საფირმო პროდუქციაა, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ შეკვეთით პირდაპირ Facebook გვერდიდან.

ხის საათები ახალი კოლექცია გაყიდვაში სულ რამოდენიმე დღეა რაც გამოჩნდა. ამ ხაზის დამატება კომპანიისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი ფაქტია. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ პროდუქტი მზად არის და სასიხარულოა, რომ უკვე წარმატებითაც იყიდება.

მასალად ძირითადად გამოიყენება კაკალი. საათის ყოველი მოდელი არის მხოლოდ ერთი და არ მეორდება. ბუნებრივად შექმნილი ხის დეტალები საშუალებას იძლევა თითოეული მათგანი გამორჩეული და განსხვავებული იყოს.  საათზე გამოიყენება როგორც შავი ისე  სხვადასხვა ფერის, კონტრასტული ფერის  ისრები. მექანიზმი კი დაფარულია ბუნებრივი ტყავის სამაგრით. საათებს გააჩნიათ  კედელზე დასაკიდი, თუმცა უმეტესი მათგანი არის კომბინირებული, რაც საშუალებას გაძლევთ როგორც დაკიდოთ ისე მაგიდაზე დადგათ.