მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ხილარი

ხილარი

სოფელი შავშვები, გორის მუნიციპალიტეტი, საქართველო
+995 551 85 58 66, +995 593 40 04 45
info@khilari.ge
http://khilari.ge
FB / ხილარი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

2017 წელს დაფუძნებული შპს “ხილარი”-ს მიზანია აწარმოოს 100% ადგილობრივი, არაგენმოდიფიცირებული ხილის ბუნებრივი წვენები ცივი წნეხის მეთოდით. საწარმოო დანადგარები აღჭურვილია ევროპული ცივი წნეხის მანქანებით და მდებარეობს გორის რაიონში. ამჟამად კომპანია 100% ადგილობრივი ნედლეულით აწარმოებს ყურძნის, ვაშლის, ატმის, ქლიავის წვენებს. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია მანდარინის, ფორთოხლის, სტაფილოს და კენკრის წვენების წარმოების დაწყებაც.

ჯანსაღი ცხოვრებისადმი სწრაფვა სულ უფრო მზარდი ტენდენცია ხდება ადამიანებში და ჩვენ გვჯერა, რომ ორგანული და ბუნებრივი საკვები და სასმელის მოხმარება ამ გზაზე აუცილებელია. სწორედ ამიტომ დაფუძნდა ბრენდი “ხილარი”, რომელიც ქართული სიტყვა “ხილი”-სგან მომდინარეობს. ამ სახელის არჩევანი ლოგიკურია, ვინაიდან ბრენდის მიერ წარმოებულ 100% ხილის წვენში ერთადერთი შემადგენელი არის სწორედ რომ საქართველოს ფერმებში და ბაღებში მოყვანილი ხილი.

კომპანის უმთავრესი მოტივაციაა უამრავმა ადამიანმა საქართველოში და მთელს მსოფლიოში გაიჯანსაღოს ჯანმრთელობა ქართული 100% ხილის უგემრიელესი გამაგრილებელი წვენებით.

ხილარი 100% ადგილობრივებს ასაქმებს, განსაკუთრებით კი იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომელნიც ლოკალური კონფლიქტების შედეგად დაზარალდნენ. კომპანიისთვის სოციალურ პასუხისმგებლობა მთავარი ამოსავალია და მიზანმიმართულად განხორციელებული ნაბიჯებით რეგიონებში დასაქმებული ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.