მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ხილარი, შპს

ხილარი, შპს

სოფელი შავშვები, გორის მუნიციპალიტეტი, საქართველო
+995 551 85 58 66, +995 593 40 04 45
info@khilari.ge
http://khilari.ge
FB / ხილარი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

2017 წელს დაფუძნებული შპს “ხილარი” აწარმოებს 100% ადგილობრივ, არაგენმოდიფიცირებულ ხილის ბუნებრივი წვენებს ცივი წნეხის მეთოდით. საწარმოო აღჭურვილია ევროპული ცივი წნეხის დანადგარებით და მდებარეობს გორის რაიონში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ხილის შეკრების ადგილადაა მიჩნეული.

ყურძნის, ვაშლის, ატმის, ქლიავის წვენები, რომელთაც ხილარი დღეს ამზადებს, ასევე ბოსტნეული რომელსაც იყენებს ცივად დაწნეხილი წვენების წარმოებაში – ყველაფერი შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ჯანსაღ გარემოში არსებულ ფერმებში და ბაღებში მოიყვანება. უახლოეს პერიოდში კომპანია შემოგთავაზებთ მანდარინის და ფორთოხლის წვენებს, რომელთაც გურიის და აჭარის ფერმებიდან და ბაღებიდან მოწოდებული ნედლეულით დაამზადებს. ასევე, სტაფილოსა და კენკრის წვენებს, რომელთაც სამცხე-ჯავახეთიდან და იმერეთიდან მოწოდებული ნედლეულით დაამზადებს.

კომპანის უმთავრესი მოტივაციაა უამრავმა ადამიანმა საქართველოში და მთელს მსოფლიოში გაიჯანსაღოს ჯანმრთელობა ქართული 100% ხილის უგემრიელესი გამაგრილებელი წვენებით.

ხილარი 100% ადგილობრივებს ასაქმებს, განსაკუთრებით კი იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომელნიც ლოკალური კონფლიქტების შედეგად დაზარალდნენ. კომპანიისთვის სოციალურ პასუხისმგებლობა მთავარი ამოსავალია და მიზანმიმართულად განხორციელებული ნაბიჯებით რეგიონებში დასაქმებული ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.