მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ხარისხის ლაბორატორია, შპს

ხარისხის ლაბორატორია, შპს

კომპანიის დასახელება: ხარისხის ლაბორატორია
მისამართი: თბილისი, წერეთლის 95
ვებსაიტი: http://qlab.ge/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/Qualitylabgeo/
საკონტაქტო პირი: ირაკლი ჭკადუა
ტელეფონი: 599 315 515
ელ.ფოსტა: info@qlab.ge

შპს “ხარისხის ლაბორატორია – Quality Lab LLC“ დაარსდა 2013 წლის 2 ივლისს. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დასახული ამოცანების განხორციელება. ლაბორატორია დაკომპლექტებულია შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პერსონალით. ხარისხის ლაბორატორია Quality Lab განლაგებულია თბილისის (ისტორიულ) ცენტრალურ უბანში წერეთლის გამზირზე, რაც საკმაოდ აიოლებს და კომფორტულს ხდის პოტენციური კლიენტებისათვის შესაბამისი ოპერატიული სერვისის მიწოდებას.

ფუნქციონირებს 3 დეპარტამენტი: ქიმიური კვლევების, მიკრობიოლოგიის და ბიოგენეტიკის ლაბორატორიები. ლაბორატორიაში დამონტაჟებულია უახლესი ვენტილირების სისტემა, ასევე მოწყობილია სტერილური სივრცე (ე.წ. პრებოქსი და ბოქსი) ბაქტერიოციდული ნათურით. სტერილიზაცია ხდება თანამედროვე ავტოკლავებში. ლაბორატორიაში დამონტაჟებულია კლიმატ-კონტროლის სისტემა, გამწოვი და საშრობი კარადები, გათვალისწინებულია მუდმივი ელ. ენერგიის, ცივი და ცხელი წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება.

2016 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის თანახმად შპს „ხარისხის ლაბორატორია – LLC Quality Lab’’ საერთაშორისო პროვაიდერ FAPAS-ის მიერ ჩატარებულ PT (proficiency test) GMO/გმო (თვისობრივი და რაოდენობრივი) პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით უმაღლესი შედეგით შეფასება და კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დონის კვლევაში მონაწილეობა აქამდე არცერთ ქართულ ლაბორატორიას არ მიუღია.

ლაბორატორიის ძირითადი მიმართულებაა საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების სანიტარული და უვნებლობის პარამეტრების გამოცდა სტანდარტული მეთოდების შესაბამისად, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების ტესტირება.

შპს “ხარისხის ლაბორატორია – Quality Lab LLC“ აკრედიტირებულია ISO/IEC 17025:2005 სტანდარტის მიხედვით შემდეგ სფეროებში:

• ხორცი: საქონლის, ფრინველის, ღორის, კურდღლის, მათ შორის ნახევარფაბრიკატები: ახალი, გაცივებული, გაყინული, ხორცის პროდუქტები, კონსერვები ხორც-მცენარეული, ხორცის პროდუქტები, ძეხვეულის ნაწარმი, შებოლილი;
• რძის კონსერვები: შესქელებული რძე, რძის პროდუქტები, ნაყონი, კარაქი, შოკოლადის კარაქი; რძე ნედლი, პასტერიზებული, რძის ფხვნილი; ხაჭო და ხაჭოს ნაწარმი, იოგურტი, მაწონი, კეფირი, ნაღები ყველი;
• ხილი, თხილი, კაკალი, ნუში, მიწის თხილი, ხილის კონსერვები, კეტჩუპები, აჯიკა, ტომატები, საწებლები;
• ბოსტნეული, ბოსტნეულის პროდუქტები, კონსერვები, კეტჩუპები, აჯიკა, ტომატები, ტყემალი, საწებლები;
• უალკოჰოლო სასმელები, სუსტალკოჰოლიანი სასმელები და გაზირებული და არაგაზირებული სასმელები, ლიმონათი;
• ალკოჰოლიანი სასმელები, ღვინო და სხვა სპირტიანი სასმელები, ძმარი;
• მცენარეული ცილების იზოლატები, კონცენტრატები და ჰიდროლიზატები: საკვები დანამატები, არომატიზატორები;
• ფქვილი, ფქვილოვანი პროდუქტები, მარცვალი, ბურღული და საკვები შროტი;
• პური, პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი;
• სოიას იზოლირებული ცილა, სოიას მარცვალი; მარცვლეული და პარკოსანი კულტურები;
• სახამებლები, საფუარი;
• თევზი და თევზის პროდუქტები, თევზის კონსერვები, ნედლი ქვირითი, ხიზილალა, პრესერვები; მოლუსკები, ზღვის პროდუქტები;
• მზა კულინარიული პროდუქტი, სწრაფი კვება;
• ზეთი, მაიონეზი, ცხიმი, მარგარინი;
• შოკოლადი და მისი ნაწარმი;
• ყავა, ჩაი, კაკაო, კაკაოს ფხვნილი;
• შაქარი, თაფლი, საკონდიტრო პროდუქტი, საღეჭი რეზინა;
• სანელებლები, მდოგვი, მარილი;
• თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი;
• ბავშვთა კვება
• ცხოველის და ფრინველის საკვები;
• სარგავ-სათესლე მასალა (ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი);

გალერეა