ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გამარჯვებული საქართველო > წამიყვანე საქართველოში – Brightside.me საქართველოს შესახებ
წამიყვანე საქართველოში

წამიყვანე საქართველოში – Brightside.me საქართველოს შესახებ

კიდევ ერთი შთამაგობენელი სტატია საერთაშორისო ვებ პორტალზე, რომელიც თავისი სულისშემძვრელად ეფექტური სურათებით მნახველს საქართველოში სტუმრობას შთააგონებს. http://brightside.me/ – პოზიტივზე და სიახლეზე ორიენტირებული ონლაინ გამოცემაა, რომელსაც Facebook-ზე 4,1 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ეწვიეთ სტატიას და დატკბით. აშკარაა, რომ გამოცემა ძალიან კარგად უგებს თავის მკითხველს.

სურათები ხომ თავისთავად აჩვენებენ სათქმელს? ანუ რითი „აღიზიანებს“ მნახველს?

… რომ საქართველო ეს არის …

  • სულისშემძვრელი ხედები
  • დათოვლილი მწვერვალები
  • უძველესი ეკლესია-ნაგებობები
  • შენარჩუნებული სიძველეები და ტრადიციები
  • კულტურათა კვეთა
  • თანამედროვე მშენებლობა
  • თანამედროვე ხელოვნება
  • ტურიზმი, მთის, ბარის
  • განსხვავებული კუთხეები
  • სამზარეულო
  • ექსტრიმი
  • და არა მხოლოდ …

მეტი ასეთი ინფორმაცია საქართველოს შესახებ = მეტი ტურისტი = მეტად გაძლიერებული ქვეყანა, ბიზნესი და მოქალაქე. ბუნებრივია ასეთი სტატიები შემთხვევით არ იწერება. ჩემი ვარაუდით ამ და სხვა გამოცემებში საქართველოს პრომო სტატიების გამოქვეყნება სათანადო ხალხის მუშაობის შედეგია. წარმატებებს გისურვებთ ყველას!

თქვენთან კი შეკითხვა მაქვს …

კიდევ რას გინდათ, რომ უცხოური თვალი ხედავდეს საქართველოში?