მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ძმების მარანი

ძმების მარანი

ჭავჭავაძის 97, ბოლნისი, საქართველო
+ 995 593 207 479
giorgitchkonia69@gmail.com
FB/ძმების მარანი

შპს “CCBG – ბოლნისი 2015” სამხრეთ საქართველოში, ქალაქ ბოლნისის უნიკალური მიკროკლიმატის პირობებში ღვინოს აწარმოებს. ძირითადი პროდუქტია ბოლნისის ქვევრის რქაწითელი მშრალი, გაუფილტრავი, რომელიც ბოთლში ისხმება და ბრენდით “ძმების მარანი” იყიდება სარეალიზაციო ქსელში.

“ძმების მარანი” ძმების – ბნ. გურამ ავქოფაშვილის და ბნ. გიორგი ჭყონიას შექმნილი ბრენდია, რომელმაც თავიდანვე მიზნად დაისხა სწორედ ბოლნისის რაიონის პოპულარიზება ღვინის სამყაროში. ძმებს მყარად ჰქონდათ გადაწყვეტილი ამ უნიკალობის წარმოჩენა, რაც პირველივე წელს უკვე წარმატებით მოახერხეს. გეგმაშია საფერავისა და თავკვერის ჩამოსხმა საკუთარ ვენახში მოწეული ყურძნისგან.

კომპანიამ ბოლნისის ქვევრის რქაწითელი მშრალი, გაუფილტრავი ბოთლში პირველად 2016 წლის გაზაფხულზე ჩამოასხა და უკვე ორ ფესტივალზე მისცა ღვინის მოყვარულებს მისი დაგემოვნების საშუალება. ახალი ღვინის ფესტივალზე 2016 წლის 14 მაისს ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა, WineExpo 2016-ზე კი 2016 წლის 3-5 ივნისს ვერცხლის მედალი და 6 უცხოელი ღვინის მაგისტრის აღიარება მოიპოვა. 1 წლის კომპანიისთვის, რომელმაც პირველი ღვინო აწარმოა პირველივე წელს ასეთი აღიარება უკვე მეტად საამაყო ფაქტია.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...