ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
საყვარლის დარიგება

ცოლი, ქმარი და საყვარელი … … :)

კაცს საყვარელი იმავე კორპუსში ჰყავს, სადაც ცხოვრობს, ოღონდ სხვა სადარბაზოში. ერთხელაც საყვარელი აუტყდა გინდა თუ არა ჩემთან დარჩი ღამითო.

-აბა როგორ? ჩვენ ხომ ერთ კორპუსში ვცხოვრობთ?
-იცი რა ქენი? სახლში თქვი რომ მივლინებაში მიდიხარ 2 კვირით, ჩაჯექი ტაქსში, მოიყვანე ჩემს სადარბაზოსთან ამოდი და ეს 2 კვირა ერთად გავატაროთო.
კაცსაც ჭკუაში დაუჯდა საყვარლის დარიგება, მივარდა სახლში, ჩაალაგა ჩემოდანი, გამოიძახა ტაქსი, ცოლს უთხრა მივლინებაში მივდივარ 2 კვირითო, ჩაჯდა ტაქსში, შემოუარა კორპუსს წრე და ავიდა საყვარელთან. 1 კვირა განცხრომაში გაატარეს.

ერთხელაც შუაღამისას საყვარელმა ნაგვის გადაყრა სთხოვა.
-აბა როგორ გადავყარო ეზოში ყველა მიცნობს?
-ვინ უნდა გიცნოს ამ შუაღამისას? არავინ იქნება. ეგრე ჩადი ჩუსტებით და ხალათით.
კაცი დათანხმდა, მოჰკიდა ნაგვის ვედროს ხელი და ეზოში ჩავიდა. გადაყარა ნაგავი და სახლში დაბრუნდა, ოღონდ შეცდომით საკუთარი სახლის კარზე ღამის 2 საათზე დარეკა ზარი. ცოლი აღებს კარს, ზღურბლზე ქმარია ოთახის ჩუსტებით, ხალათით, ნაგვის ვედროთი ხელში და გაფართოვებული თვალებით. უყურებს ცოლი და ამბობს:
-მე რაღა უნდა დაგიმატო, შენი გაჭირვება გეყოფა შე საწყალო. შემოეთრიე სახლში … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂