მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > ჩხავერი, აია იი! სასწაული, ნამდვილი სასწაულია ეს ღვინო!
ჩხავერი, აია იი

ჩხავერი, აია იი! სასწაული, ნამდვილი სასწაულია ეს ღვინო!

დღეს ENPARD-ში ჩვენი მეგობრებისგან ამ კოოპერატივის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ტელეფონი ავიღე და გადავრეკე. ბნ. ივერი ბიბინეიშვილთან 15 წუთიანი საუბრის შემდეგ როგორც იტყვიან „გამინათდა“. თურმე ვისთან დამირეკია …

გაიცანით კოოპერატივი „ერგის ქვეყანა“,  ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში. თავმჯდომარეა ბნ. ივერი ბიბინეიშვილი. ტელ: 577103287. კოოპერატივის დაკომპლექტების პროცესი ახლა მიმდინარეობს. მასში გაწევრიანებულია 17-მდე წევრი, მათ შორის  სამეგობრო, სანათესავო და სამეზობლო.

პროდუქტი არის ღვინო, თან რა ღვინო … ჩხავერი!

უმაღლესი ბიო-ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო …

ბრენდი „აია იი“ …

ერთ ბოთლის ფასია 25 ლარი.

ძალიან მაგარი ფასია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგი ორგანიზაცია მას სამმაგ ფასში ყიდის.

ჩხავერი-აია-იი-1

კოოპერატივმა ახლახან მიმართა ENPARD-ს. ENPARD-იდან დახმარების სახით ელოდებიან  ღვინის მინი ქარხნის მოწყობისათვის საჭირო აღჭურვილობას და მანქანა დანადგარებს (დაახლოებით 2 თვეში მზად იქნება მინი ქარხანა). მოლოდინები აქვთ რომ მომავალში გაფართოვდებიან და გაზრდიან  პროდუქციის რეალიზაციას. ძალიან დიდი სურვილი აქვთ რომ შეეძლოთ თავიანთი პროდუქციის გამოფენებზე გატანა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. და ეს ყველაფერი შესაძლებელია …

დასანანი იცით რა არის?

ეს ღვინო იაპონიაში უფრო ადვილად იყიდება ვიდრე საქართველოში …

ტელეფონით ისეთ რამეებზე ვისაუბრეთ, გული მოგიკვდება ადამიანს …

კონკრეტულად კი საქართველოში, რესტორნებში და დისტრიბუციის ქსელში ქართული ღვინის რეალიზაციის პრობლემებზე.

 

კოოპერატივს ამ მომენტში გასაყიდად აქვს 1000 ბოთლი ღვინო. მსურველებს პირდაპირ შეუძლიათ ბნ, ივერისთან ზემოთ მითითებულ ტელეფონზე დაკავშირება.

 

PS

სურათის მარჯვენა მხარეს თქვენ ხედავთ ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ბნ. ივერის ვენახში ჩიტის მიერ გაკეთებულ ბუდეს, სადაც კვერცხებიც კი აქვს დადებული. ხვდებით ხომ რა დონეზე ნატურალურია ყველაფერი?

 

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"