მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ჩურჩხელა

ჩურჩხელა

საირმის 33, თბილისი, საქართველო
+995 577 40 20 82, +995 577 57 05 22
Madliani2017@yahoo.com
FB / Madliani 2017

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

“მადლიანი 2017” ოჯახური ბიზნესია, რომელსაც და და ძმა – ვანო აფციაური და თამარ აფციაური უძღვებიან. ბნ. ვანოსა და ქ-ნი თამარის უპირველესი საზრუნავია უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქართული ნედლეულით შეუდარებელი ხარისხის გენეტიკურად ქართული ჩურჩხელას წარმოება ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის. სწორედ ამიტომ უმაღლესი ხარისხის ნატურალურ ჩურჩხელა მზადდება ქართული ლომთაგორა ხორბლის ფქვილით, კახური ბადაგითა და ქართული ნიგვზით / თხილით / ნუშით / ჩირით.

დაფუძნების დღიდან კომპანია არ წყვეტს ექსპერიმენტებს, რომელთა შედეგად შეიქმნა უამრავი სხვადასხვა ფორმის (გრძელი, მოკლე, ორიგინალური), შეფუთვის (ვაკუუმის, ცელოფნის, კარდონის) და შემადგენლობის (თხილით, ნიგვზით, ნუშით, ჩირით) ჩურჩხელა. უცვლელი რჩება მხოლოდ პროდუქციის უმაღლესი ხარისხი.

კომპანია საკუთარი ნაწარმით ამარაგებს საცალო სარეალიზაციო ობიექტებს, რესტორნებს, კაფეებს, სასტუმროებს. ნიმუშები რამოდენიმეჯერ უკვე გაიგზავნა საზღვარგარეთ. კომპანია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს წარმოჩენაზე ისეთ ღონისძიებებზე, სადაც ქართული საქმე კეთდება. “მადლიანი 2017” საიმედო პარტნიორია ყველა იმ დამკვეთისათვის, რომელსაც ნატურალური პრემიუმ ხარისხის ჩურჩხელა აინტერესებს.

გალერეა