მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ჩირკოლადი

ჩირკოლადი

დადიანის 12, ბაღდათი, საქართველო
+ 995 595 284 224
arwividze@inbox.ru, arwividze751@gmail.com
FB/ჩირკოლადი

შპს ტკბილეული ბაღდათში საკუთარ გადამამუშავებელ საწარმოში ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი ნატურალური ხილისა და იტალიური შოკოლადის მეშვეობით ჩირკოლადს – შოკოლადში ამოვლებულ ჩირს აწარმოებს. პროდუქცია ჩირკოლადის ბრენდული დასახელებით იყიდება როგორც საქართველოში, ასევე გადის ექსპორტზეც.

ჩირკოლადი ქართული ბრენდია. სახელი ჩირკოლადი შოკოლადზე და ჩირზე ბევრი ფიქრების შედეგად “დაიბადა”. ჩირკოლადი იდეალურად აერთიანებს ჩირის და შოკოლადის იდეებს, კერძოდ კი შოკოლადში ამოვლებული ჩირის იდეას. და როგორც ხშირად ამ დროს ხდება ხოლმე, დაბადებისთანავე ბრენდი პოპულარული გახდა.

საამაყოა რომ ჩირკოლადის პროდუქცია თავისი ხარისხობრივი მახასიათებლებით გაცილებით აღემატება ანალოგიურ იმპორტულ პროდუქციას და ფასიც კი ნაკლები ადევს. კილოგრამის ფასი ჩირკოლადის პროდუქციაზე 15-25 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა უარესი ხარისხის იმპორტულ შოკოლადში ამოვლებულ ჩირებზე ფასი 30 ლარიდან იწყება.