მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > ჩირკოლადი – ვინც დაბრუნდა, გაუმარჯოს!
ჩირკოლადი

ჩირკოლადი – ვინც დაბრუნდა, გაუმარჯოს!

ჩირკოლადი – ეს საოცრება პირველად გასული წლის 19 დეკემბერს გამოფენაზე – „აირჩიე ქართული“ ვნახე. მაშინ ვიყიდე, გავსინჯე, მოვიხიბლე და ეს სტატია „გამოვაცხე“ ჩემს პირად გვერდზე. იმ დღეს გავიცანი ჩირკოლადის მწარმოებელი ბნ. გიორგი არწივიძე, რომელიც ორიგინალური ტკბილეულის მოყვარულებისთვის ცნობილი 2015 წლის დადგომისთვის გახდა, როდესაც მისი ჩირკოლადი ჯეოსელმა შეისყიდა და კომპანიის ერთგულ მომხმარებელს საახალწლოდ გაუგზავნა. მაშინ ყველამ გაიგო ჩირკოლადის შესახებ და მოთხოვნაც სწრაფად გაჩნდა ბაზარზე. თუმცა გარკვეული ფინანსური სირთულეების გამო, ჩირკოლადი ცოტა ხნით დაგვემშვიდობა.

დღეს გავიგე, რომ თურმე ჩირკოლადი ბრუნდება, აწ უკვე ჩირის წარმოების ახალი ტექნოლოგიებით და ახალი პროდუქტებით, უფრო გაძლიერებული და მდგრადი. გამიხარდა და აი თქვენ მცირე სტატია. სხვათა შორის ეს სურათიც კი, რომელსაც ზემოთ ხედავთ 19 დეკემბერს ჩემს მიერ ნაყიდი ჩირკოლადის ჩემს მიერვე გადაღებული სურათია 🙂

ბაღდათელი ფერმერები სულ ცოტა ხნის წინ ისევ გამოჩნდნენ ბაზარზე და ჩირკოლადმაც “I am back” შეგვისრულა. ამჯერად კოოპერატივი „ხილიანი“-ს  ერთობლივი შესაძლებლობებით და ჩირკოლადთან ერთად ფერმერები მომხმარებლებს ბიოლოგიურად სუფთა ჩირის ნაირსახეობას სთავაზობენ. ტრადიციული შავი ქლიავის, ციტრუსის და გარგარის ჩირის გვერდით ფერმერებმა პამიდვრის ჩირის დამზადებაც დაიწყეს.  პამიდვრის ჩირი იტალიური სამზარეულოს, აპეტაიზერებისა და ხორციანი კერძების განუყოფელი ნაწილია. თუმცა რომამდე გზა შორია, ბაღდათი კი ახლოსაა და ფერმერებს თბილისშიც თვითონ შეუძლიათ ჩირების ჩამოტანა. ერთი სული მაქვს როდის ჩავიგდებ ხელში ამ ახალი პროდუქტების სურათებს.

ყველაზე მთავარი კი ჩირის ტექნოლოგიაა. ცოტა ხნის წინ „ხილიანმა“ ნიდერლანდების სამეფოს გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც ჰოლანდიელი ტექნოლოგი ფერმერების გადამზადებაზე და მათი ტექნოლოგიის ევროპულ სტანდარტებზე მორგებაზე იზრუნებს. ოქტომბრიდან კი „ხილიანის“ ჩირი, კიდევ უფრო გემრიელი და უსაფრთხო იქნება. ფერმერების შესაძლებლობა თვეში 5 ტონა ჩირის წარმოებაა.  თანაც ევროპული სტანდარტიზაცია ექსპორტის შესაძლებლობასაც მისცემს. ჩვენი შვილებიც უკეთესი ხარისხის პროდუქტს მიირთმევენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რასაც კოოპერატივი აკეთებს ისაა, რომ მისი წევრები ადგილზევე მოახერხებენ „ხილიანის“ საწარმოში 25 ტონამდე ნედლი ხილის რეალიზაციას. ხელი ხელს ბანს, ორივე ერთად კი პირსო – ესაა კოოპერაციის ჭეშმარიტება.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ ბნ. ავთანდილ მაღლაკელიძე – 599 96 58 57 და ბნ. ამირან არწივიძე – 595 284 224.

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"