მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ჩირკოლადი

ჩირკოლადი

ჩირკოლადი ქართული ბრენდია, რომელიც შპს ბიო-მარგს ეკუთვნის. შპს ბიო-მარგი ბაღდათის რაიონში ავითარებს მეურნეობას და ადგილობრივ მოსახლეობას თავისი პროდუქციის რეალიზაციის საშუალებას აძლევს. იმავდროულად ამზადებს ბრენდულ პროდუქციას, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქვეყნის მასშტაბით. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ექსპორტზეც.

სახელი ჩირკოლადი შოკოლადზე და ჩირზე ბევრი ფიქრების შედეგად “დაიბადა”. ჩირკოლადი იდეალურად აერთიანებს ჩირის და შოკოლადის იდეებს, კერძოდ კი შოკოლადში ამოვლებული ჩირის იდეას. და როგორც ხშირად ამ დროს ხდება ხოლმე, დაბადებისთანავე ბრენდი პოპულარული გახდა.

კომპანია თავიდანვე ქმნიდა ქართულ ჯანსაღ პროდუქტს ყოველგვარი დანამატების, კონსერვანტებისა და ემულგატორების გარეშე. ჩირკოლადის დიდ ოჯახში ამჟამად 8 სხვადასხვა პროდუქტი შედის: გარგარი ნიგვზით შოკოლადში, ფინიკი ნიგვზით შოკოლადში, ფორთოხალი შოკოლადში, ფორთოხლის ბურთულა, ფორთოხლის ცუკატი, ქლიავი ნიგვზით შოკოლადში, ჩირიანი შოკოლადის ასორტი, ხურმა ნიგვზით შოკოლადში.