მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > დედა რა იყო ეს, ჰა? უმაგრესი ჩიპსის და ბურბუშელას ახალი ბრენდი – ჩიპა!

დედა რა იყო ეს, ჰა? უმაგრესი ჩიპსის და ბურბუშელას ახალი ბრენდი – ჩიპა!

ეს გემრიელობა ნაწილია იმისა, რაც ერთის მხრივ ფესტივალზე კომპანიამ მაჩუქა, და მეორეს მხრივ ვიყიდეთ, ვინაიდან დღეს საღამოს „კინოღამე“ გვქონდა სახლში, და ამ დროს კი უამრავი ოდენობით სასუსნავები ნადგურდება. იცით რა არის „კინოღამე“? ეს არის საბავშვო „ღონისძიება“ ჩემთან სახლში, როცა ბავშვები ფილმს უყურებენ დიდ ეკრანზე, პროექტორით.

ეხლა კი დავსერიოზულდეთ …

„ჩიპა“-მ სერიოზული განაცხადი გააკეთა ბაზარზე, რომელიც არა იმდენად უმძაფრესი კონკურენციით გამოირჩევა, რამდენადაც რთულია ბაზრისთვის საკმარისი ოდენობით პროდუქციის მიწოდება სტაბილურად თან ისე, რომ მოგებაც დარჩეს. ბევრი მინახავს ამ საქმეში რომ ჩაერთო და მერე გაქრა ბაზრიდან.

ჩიპსები არის ძალიან გემრიელი, ისევე როგორც ბურბუშელები. არაქისის ბურბუშელას აქვს სპეციფიკური გემო და ალბათ ყველასთვის ვერ იქნება, თუმცა თავისი მყიდველი ნამდვილად ეყოლება. ფასიც ნორმალური აქვს.

წარმატებები ჩიპას!

ნახეთ ვიდეო

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"