მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ჩვენი ფერმერი

ჩვენი ფერმერი

მ. ქავთარაძის 11, თბილისი 0180, საქართველო
+ 995 32 269 55 50
contact@nikora.ge
http://nikora.ge

1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნებული “ნიკორა” დღეს უკვე ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმის, ღვინის და სალათების საწარმოებს აერთიანებს, 4000-მდე ადამიანს ასაქმებს, 500-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს და 206 საკუთარ სავაჭრო ობიექტს ფლობს. საწარმოებში მრავალი წელია დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2008 და სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა ISO 22000:2005.

“ჩვენი ფერმერი” ფერმერული პროდუქციის ქართული ბრენდია.

მაწონი, არაჟანი, რამდენიმე სახეობის ხაჭო და კარაქი – აღნიშნულ პროდუქციას “ნიკორას” შვილობილი კომპანია “ჩვენი ფერმერი” 2003 წლიდან აწარმოებს. 2015 წელს კი ასორტიმენტს რამდენიმე სახეობის ყველიც დაემატა.

ბრენდის მთავარი ფასეულობა დაფუძნებულია ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს ირლანდიური, დანიური, ჰოლანდიური, ავსტრიული, შვედური, ბრაზილიური, ახალ ზელანდიური საუკეთესო ნედლეული მსოფლიოში აღიარებული მომწოდებლებისაგან.

“ჩვენი ფერმერი” ქმნის პროდუქციას, რომელიც სასარგებლო და მისაღებია ნებისმიერი თაობის ადამიანისთვის.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...