მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ჩვენი

ჩვენი

მწარმოებელი – შპს “კამპა” 2008 წელს დაარსდა და 2009 წლის ნოემბერში დაიწყო პირველი პროდუქციის წარმოება. 7 პროდუქტით ბაზარზე შემოსული კომპანია დღეს სერტიფიცირებულია ISO 9001, HACCP და ISO 22000 სტანდარტით და 30-მდე სხვადასხვა დასახელების და არომატის ნატურალურ წვენსა და ნექტარს ყიდის როგორც საქართველოს საცალო ქსელში, ასევე ექსპორტზე გააქვს რუსეთში, ყაზახეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

ბრენდი “ჩვენი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. ეს ნექტარების სპეციალური ხაზია, რომელიც წვენების ხაზთან შედარებით ნაკლებ ფასად იყიდება. პროდუქცია არ შეიცავს კონსერვანტებს, გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს, ხელოვნურ არომატებსა და საღებავებს. პროდუქციის ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს.

ხარისხის მუდმივი კონტროლი ხორციელდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შიდა და გარე ლაბორატორიებში. საწარმო აღჭურვილია Tetrapak-ისა და Elopak-ის მაღალტექნოლოგიური, დანადგარებით. შეფუთვისათვის გამოიყენება ამავე მწარმოებლების ასეპტიკური პაკეტები.