მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სიახლე > “ჩაის და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი” ფოტოებში
ჩაის და თაფლის ფესტივალი

“ჩაის და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი” ფოტოებში

ცოტა ხნის წინ დავბრუნდი “ჩაის და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი”-დან, რომელიც მთაწმინდის პარკში ჩატარდა. ორგანიზატორები მთაწმინდის პარკი და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია იყვნენ. მხარდამჭერი კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 25-მდე კომპანია ღებულობდა მონაწილეობას.

ბევრი მეგობარი ვნახე, საინტერესო ადამიანები გავიცანი, საჭირო ხალხს ჩვენი გაკეთებული საექსპორტო კატალოგი გადავეცი, ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან “მე ვყიდულობ ქართულს” სტიკერი დავტოვე, ფოტოები გადავიღე. მეტი რა ვქნა? ჰო, დეკას ჩაი გავსინჯე პირველად. ჯერ ვერ დავუმუღამე, მაგრამ საინტერესო გემო აქვს ნამდვილად.

იქ წარმოდგენილი იყო ქართული, ჩინური, იაპონური, ინდური და ა.შ. ჩაი, მაგრამ მთავარი, სასწაულის ტოლფასი ამბავი ის იყო, რომ ქართული სტენდების რაოდენობა უცხოურებისას აჭარბებდა.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"