ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > 5 ჭკვიანური მიზეზი რატომაც უნდა მიხვიდეთ 5 მაისს “ჩაისა და თაფლის ფესტივალი 2019”-ზე

5 ჭკვიანური მიზეზი რატომაც უნდა მიხვიდეთ 5 მაისს “ჩაისა და თაფლის ფესტივალი 2019”-ზე

5 მაისს მთაწმინდის პარკში ყოველწლიური, ტრადიციული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – “ჩაისა და თაფლის ფესტივალი” გაიმართება. ღონისძიება მთაწმინდის პარკისა და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ტრადიციულად პარკის მთავარ მოედანზე გაიმართება. ფესტივალის მხარდამჭერია სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

აქ ნახეთ (ფოტოები) როგორი იყო 2017 წელს ჩატარებული ღონისძიება.

აქ კი 2018 წლის ღონისძიება

რა დაგხვდებათ?

1. ჩაისა და თაფლის დეგუსტაციას რომ ვერსად გაექცევით ეს ხომ იცით? იქვე ყიდვაც შეგეძლებათ;

2. ჩაი და თაფლი დამატებითი ნუგბარის დეგუსტაციის გარეშე როგორ იქნება? ისიც ბლომად დაგხვდებათ;

3. წამყვან ქართულ (ჩვენ ქართული უფრო გვაინტერესებს) და საერთაშორისო ჩაის მწარმოებელი კომპანიებს პირისპირ შეხვდებით;

4. მოეწყობა სხვადასხვა ქვეყნის  საელჩოების კუთხეები. შარშანდელი რომ მახსოვს ულამაზესი სანახავი იყო;

5. კონცერტი კი ის „შტრიხია“, რომელიც მთელ ღონისძიებას დაამშვენებს;

ამინდმაც თუ გაამართლა და მაგარი ამბავი იქნება 🙂

დასწრება თავისუფალია!