მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > შემოქმედი

შემოქმედი

სოფელი შემოქმედი, ოზურგეთი, საქართველო
+ 995 599 952 595
info@milmartea.ge
http://milmartea.ge

ქართული ჩაის ბრენდი “შემოქმედი”-ს მფლობელია შპს “მილმართი” 2011 წლიდან 100% ადგილობრივი ნედლეულით და იაპონური ტექნოლოგიებით წელიწადში დაახლოებით 15 000 კგ მსხვილფოთლოვან უმაღლესი ხარისხის გრეხილ მწვანე და შავ ჩაის 9 სახეობას აწარმოებს.

საიდან მოდის ბრენდული დასახელება – “შემოქმედი”?

საქართველოს მეჩაიობის ერთ-ერთ ძირძველ კუთხეში – გურიაში მდებარეობს სოფელი შემოქმედი, სადაც ერთხელ თუ მოხვდი არასოდეს დაგავიწყდება. მისი ბუნება წელიწადის ყველა დროს თვალისმომჭრელია, ტყუილად არ შეურქმევიათ უზენაესის სახელი. ქართული ჩაის ბრენდი “შემოქმედი” სათავეს სწორედ აქედან იღებს. სახელი და მისი დატვირთვა ხაზს უსვამს სწორედ რომ ხარისხს, უმაღლეს ხარისხს, რომელიც ახასიათებს ბრენდის სახელით წარმოებულ ყველა პროდუქციას. თავად საწარმოც შემოქმედში მდებარეობს. ბრენდის სლოგანია: “სრული ჰარმონიის შეგრძნება”.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...