მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > შატო ნეკრესი

შატო ნეკრესი

ა. აფაქიძის 11, თბილისი, საქართველო
+ 995 322 47 17 77
info@marniskari.ge
www.ch-nekresi.ru

2013 წელს დაარსებული “შატო ნეკრესი” საკუთარ ვენახებში მოყვანილი ქართული ჯიშის ყურძნის სხვადასხვა სახეობას თელავის რაიონის სოფელ სანიორეში განთავსებულ ღვინის ქარხანაში გადაამუშავებს. კომპანია, ათობით უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული გემოსა / არომატის ღვინოს სთავაზობს მომხმარებელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

სავაჭრო ნიშანი – “შატო ნაკრესი” ორი ისეთი სიტყვის ასოცირების შედეგად შეიქმნა, რომელთაგან თითოეული ღვინის ქვეყანას და მათ მეღვინეობის ტრადიციებს უკავშირდებათ. სიტყვა “ნეკრესი” (ალაზნის ველის მიმდებარე მთაზე აგებული მონასტერის დასახელება) საქართველოს, როგორც ღვინის სამშაობლოს; ხოლო სიტყვა “Château” (საფრანგეთში არისტორატიულ საგვარეულო ადგილმამულის მიღებული დასახელება) კი საფრანგეთს, როგორც მეღვინეობაში თანამედროვე ლიდერ ქვეყანას.

“შატო ნაკრესი”-ს ლოგო კლასიკური ევროპული სტილითაა შესრულებული და გამოსახავს ქართული ეკლესიების გუმბათებს. ეტიკეტის დიზაინი შესრულებულია ევროპელი მხატვრების საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად. ბოთლის კონუსური ფორმა პრემიუმ ხარისხს უსვამს ხაზს. ეტიკეტში გამოყენებულია ქართული ანბანის სიმბოლოები და წარწერები ძველი ქართული დამწერლობით.