მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > შატო ნეკრესი, შპს

შატო ნეკრესი, შპს

ა. აფაქიძის 11, თბილისი, საქართველო
+ 995 322 47 17 77
info@marniskari.ge
www.ch-nekresi.ru

2013 წელს დაარსებული “შატო ნეკრესი” საკუთარ ვენახებში მოყვანილი ქართული ჯიშის ყურძნის სხვადასხვა სახეობას თელავის რაიონის სოფელ სანიორეში განთავსებულ ღვინის ქარხანაში გადაამუშავებს. კომპანია, ათობით უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული გემოსა / არომატის ღვინოს სთავაზობს მომხმარებელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

კომპანიას ვენახები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აქვს. თითოეულ ადგილას ექსკლუზიური ყურძენი ქართული მეღვინეობის ტრადიციების გათვალისწინებით მოიყვანება. კახეთში მაგალითად, “ქინძმარაულის” მიკრო ზონაში, კომპანია „შატო ნეკრესი“ ფლობს ვენახებს სადაც საფერავის ჯიშის ღურძენი მოჰყავს. კომპანია ვაზის უძველესი ქართული ჯიშების გადარჩენაზეც ზრუნავს, როგორიცაა ოჯალეში.

კომპანიას საწარმო კახეთის გულში, თელავის რაიონის სოფელ სანიორეში აქვს. საწარმოში სეზონზე 2500 ტონამდე ყურძნის გადამუშავებაა შესაძლებელი. უახლესი იტალიური ჩამოსასხმელი ხაზის მეშვეობით კი საათში 3000 ბოთლის ჩამოსხმაა შესაძლებელი.

“შატო ნეკრესი” აწარმოებს მშრალ, ნახევრად მშრალ, ნახევრადტკბილ წითელ და თეთრ ღვინოებს ყურძნის ისეთი ჯიშებისაგან, როგორებიცაა საფერავი, რქაწითელი, ალექსანდროული, მუჯურეთული, მწვანე და ოჯალეში. ასევე ღვინოებს ყურძნის ისეთი ჯიშებისაგან, რომლებიც მკაცრად განსაზღვრულ ადგილმდებარეობებზე მოიყვანება..

კომპანიის ღვინოები რეგულარულად ექსპორტირდება თურქეთში, უკრაინაში, ესტონეთში, ყაზახეთში, კანადაში და აშშ-ში. 2013 წელს რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, კომპანია პირველი იყო, რომელიც რუსულ ბაზაზე შევიდა. კომპანია მოტივირებულია თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყანაში ღვინის ტურიზმის განვითარებაში, გააცნოს ქართული ტრადიციული და თანამედროვე ღვინოები ფართო საზოგადოებას და აითვისოს ახალი ბაზრები.