მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > შავი ბაიხის ჩაი, ერთჯერად პაკეტებში

შავი ბაიხის ჩაი, ერთჯერად პაკეტებში

ქართული ჩაის ბრენდი შემოქმედი-ს მფლობელია შპს მილმართი, რომელიც 2011 წლიდან არსებობს და ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის მწვანე და შავი ჩაის წარმოებაზე. დღეისათვის კომპანია კლასიკურ მეთოდებზე დაყრდნობითა და თანამედროვე მოთხოვნების ტექნოლოგიების დაცვით წელიწადში დაახლოებით 15 000 კგ მსხვილფოთლოვან უმაღლესი ხარისხის გრეხილ მწვანე და შავ ჩაის აწარმოებს. პროდუქცია ფასოვდება დასაყენებელი ჩაის სახით და იყიდება ძირითადად ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და რა თქმა უნდა ქართულ ბაზარზე.

შავი ბაიხის ჩაი ერთჯერად პაკეტებში კომპანიის შედარებით ახალი პროდუქტია, რომელიც ბაზარზე არსებული მოთხოვნის შედეგია. უმაღლესი ხარისხის შავი ბაიხის ჩაის 25 ერთჯერადი პაკეტი ცალკე შეფუთვით იყიდება. პაკეტებში არ გამოიყენება ლითონი და მზადდება ტექნოლოგიით, რომელიც ყველაზე მკაცრ სტანდარტსაც კი აკმაყოფილებს.

დღეისათვის წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტში შედის: შავი ბაიხის ჩაი, დასაყენებელი, 100გ; შავი ბაიხის ჩაი, ერთჯერად პაკეტებში; შავი ბაიხის ჩაი, დასაყენებელი, 50გ; მწვანე ჩაი, დასაყენებელი, 100გ; მწვანე ჩაი, ერთჯერად პაკეტებში; მაყვლის ფოთლის ჩაი, დასაყენებელი, 75გ; მოცვის ფოთლის ჩაი, დასაყენებელი, 75გ; მწვანე ბაიხის ჩაი – ხელნაკეთ 200გრ.-იან “ტომსიკებში“;