მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ღვინის ჩასადები

ღვინის ჩასადები

შპს „იფანი“ დაარსდა 2005 წელს. ამას წინ უძღოდა სამრეწველო და საპროექტო გაერთიანების 21 წლიანი გამოცდილება. არსებობის მანძილზე ქართულმა კომპანიამ საკუთარი ძალებით, პროდუქციის ფართო და მაღალხარისხოვანი ასორტიმენტით შეძლო დაემკვიდრებინა ადგილი ქართულ ბაზარზე. იგი დღესაც განაგრძობს უახლესი ტექნოლოგიების ათვისებასა და განვითარებას. შპს იფანი გაშლილია 3000 კვ.მ-ზე. სამუშაოები იწარმოება იტალიური, ესპანური, თურქული და რუსულ 100ზე მეტი მაღალ ტექნოლოგიური დანადგარებით. მათ შორის არის ესპანური ფირმა Biesse-ის Router CNC დანადგარი.

არსებობის განმავლობაში იფანში არაერთი სახის ღვინის ჩასადები დამზადებულა სპეციალური შეკვეთით. ამ ტიპის ნამუშევარი განსაკუთრებული დიზაინერულ და შემოქმედებით გადაწყვეტას ითხოვს, რისი რესურსით კომპანიას საკუთარი ჰყავს. ინტელელქტუალური რესურსისა და საწარმოო შესაძლებლობების ტანდემი სასწაულებს რეალურად ახდენს. იხილეთ რამოდენიმე ნიმუში ქვემოთ. გაქვთ იდეა? დაუკავშირდით კომპანიას.