მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბოლნისის ქვევრის რქაწითელი მშრალი, გაუფილტრავი

ბოლნისის ქვევრის რქაწითელი მშრალი, გაუფილტრავი

ჭავჭავაძის 97, ბოლნისი, საქართველო
+ 995 593 207 479
giorgitchkonia69@gmail.com
FB/ძმების მარანი

შპს “CCBG – ბოლნისი 2015” სამხრეთ საქართველოში, ქალაქ ბოლნისის უნიკალური მიკროკლიმატის პირობებში ღვინოს აწარმოებს. ძირითადი პროდუქტია ბოლნისის ქვევრის რქაწითელი მშრალი, გაუფილტრავი, რომელიც ბოთლში ისხმება და ბრენდით “ძმების მარანი” იყიდება სარეალიზაციო ქსელში.

ყურძენი ძმების საკუთარ ვენახშია მოწეული. ღვინო რქაწითელი მზადდება ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში. მაცერაციის პერიოდი 6 თვეა. ღვინო არის გაუფილტრავი და ისხმება ბოთლებში. ღვინოს გააჩნია ღია ჩალისფერი გამჭვირვალე სხივი, იგრძნობა გარგარისა და ვაშლის ჩირის ტონები, ხალისიანი და ჰარმონიულია. რახან გაუფილტრავია, მას შეიძლება გაუჩნდეს ბუნებრივი ნალექი.

იყიდება შემდეგ მისამართებზე:
თბილისი:
ღვინის მაღაზია ვინომანია, კ. აფხაზის 5/7
ღვინის მაღაზია #1, ჯ. აფხაზის 45
ღვინის ოთახი, ჭოველიძის 39
ბათუმი:
ღვინის ოთახი, ზ. გამსახურდიას 9
ვინომანია, დუმბაძის 7