ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > ქართულ ნაწარმზე 20% ფასდაკლების უპრეცედენტო აქცია გუდვილში!

ქართულ ნაწარმზე 20% ფასდაკლების უპრეცედენტო აქცია გუდვილში!

ყოჩაღ Goodwill • გუდვილი!!!

დღეს უპრეცედენტო რამ მოხდა გუდვილში 😮
ასეთი რამ არცერთ ქსელს არ “უკადრებია” აქამდე 😮
გთხოვთ აუცილებლად გ ა ა ზ ი ა რ ე თ, რომ სხვა ქსელებმაც აიღონ მაგალითი და შემოგვთავაზონ არანაკლები 👌
👉 რა მოხდა? რა და, ყველა ქართული წარმოების პროდუქტზე ღვინიდან დაწყებული, მაფინით დამთავრებული (შეფუთულებზე) იყო 20% ფასდაკლების აქვია მხოლოდ დღეს, 24 მაისს! მე დიღმის გუდვილში ვიყავი და ეს ფოტოები გადავიღე. თან რამოდენიმე ქართული პროდუქტიც ვიყიდე 🙂

თან დააკვირდით:
1. ყველგან, სადაც ქართული დევს დახლზე საქართველოს დროშის და 20% ფასდაკლების ვობლერებია დამაგრებული;
2. მთელ დარბაზში უამრავი დიდი დროშაა ჩამოკიდებული. ყოველ 15 წუთში ცხადდება რომ ქართულზე ფასდაკლებაა;
3. ფასდაკლება არის ყველაფერზე, რაც არის შეფუთული

ძალიან მაგარია!
და მისაბაძია!

PS
გუშინ გავიგე ამ ამბის შესახებ და ნამდვილად არ მეგონა ასეთი მასშტაბი თუ ექნებოდა დაგეგმილ ფასდაკლებას, თორემ უეჭველი დავაანონსებდი! ამიერიდან როცა მსგავსი კიდევ გაკეთდება, აუცილებლად წინასწარ გაცნობებთ 🙂