მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ქართული ხორკლიანი კიტრი
ქართული ხორკლიანი კიტრი

ქართული ხორკლიანი კიტრი

ქართული ხორკლიანი კიტრი – ყოველდღიურად ახალი, უმაღლესი ხარისხის, გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია „პლანტას“ სათბურებიდან. “პლანტა სს საქართველოს სათბურის კორპორაციის შექმნილი ბრენდია.

სს “საქართველოს სათბურის კორპორაცია” საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. პროექტის ფარგლებში 2014 წლიდან $ 21 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია გამხორციელდა, რის შედეგადაც აშენდა 4.4 ჰექტარზე გადაჭიმული სასათბურე კომპლექსი, დასაქმდა 108 ადამიანი და სულ მალე საერთო წარმადობა წელიწადში 4,000 ტონას გადააჭარბებს.

2016 წლის ბოლოს „პლანტა“ მომხმარებლებს პომიდვრის კულტურასაც შესთავაზებს, რომელიც სათბურებში წარმოებული კიტრის მსგავსად გამორჩეული იქნება თავისი მაღალი ხარისხით და  განსაკუთრებული გემოთი.