მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ექსპორტი > ქართული ღვინის გზა 1,4 მლრდ ჩინელის ჯიბისკენ ჩინელების კუჭზე გადის

ქართული ღვინის გზა 1,4 მლრდ ჩინელის ჯიბისკენ ჩინელების კუჭზე გადის

ნამეტანი ეშმაკურადაა მოფიქრებული, ყოჩაღ!

12 ივლისს ერთი მეტად საინტერესო საღამო ჩატარდა ჩინეთში, ქალაქ ურუმქიში, ხინჯანგის პროვინციაში [ წყარო ]. თემა იყო ჩინური სამზარეულოსა და ქართული ღვინის „დაძმობილება“. ამ პროვინციაში მუდმივად იხსნება ქართული ღვინის სახლები და ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული – Beipangjieda, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტიორი. პროვინციაში 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და იქ უკვე 10 ქართული კომპანიის ღვინოები იყიდება. ამ პროვინციაში ჩინეთში ექსპორტირებული მთელი ღვინის 13% შედის.

Yema ჯგუფის ცენტრში ჩატარებული ამ ღონისძიების შედეგად „დადგინდა“, რომ თურმე საფერავი ნამეტანი უხდება ორ უპოპულარულეს ჩინურ ნაციონალურ კერძს – „Meiji moku jiniupe“ და „Beijing Duck“. ეს მეორე რომ პეკინური იხვია, გასაგებია [პეკინური იხვის რესტორნები ყოფილა ბლომად იმდენად პოპულარულია ეს კერძი]. პირველი რა არის ვერ გავიგე, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი მარკეტინგული ხრიკია, რომელსაც 1.4 მილიარდი ჩინელის გულისკენ ჩინური კუჭის გავლით გაჰყავს ქართული ღვინის გზა.

ვფიქრობ ძალიან კარგი აზრია ჩინური სამზარეულოდან კონკრეტული კერძების შერჩევა და მათთან ქართული ღვინის დაკავშირება. ამ გზით ჯერ იპყრობ კუჭს, შემდეგ გულს, შემდეგ ტვინს და შემდეგ უკვე ჯიბეს!

პოტენციალი?

დღეში თითო ჩინელმა ერთი ყლუპი ქართული ღვინო რომ გადაყლაპოს ეს იქნება 1.4 მილიარდი ყლუპი, ეს კი დღში 1 მილიონ ბოთლზე მეტია. ჩინეთში ღვინის მოხმარება 2000 წლიდან იზრდებოდა, მაგრამ 2012-2013 წლებში დასტაბილურდა 2013 წელს 16,8 მილიონი ჰექტოლიტრის [1,68 მილიარდი ლიტრი] დონეზე. ეს უზარმაზარი ბაზარია.

BRAVO!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"