მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ქართული პრემიუმი, შპს

ქართული პრემიუმი, შპს

გ. ჭყონდიდელის 87, თბილისი, საქართველო
+995 595 00 28 95
tvildiani_a@yahoo.com
FB / ქართული პრემიუმი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს ’’ქართული პრემიუმი’’ 2016 წელს დაფუძნებული ხორცპროდუქტების მწარმოებელი ახალი კომპანიაა, რომლის მთავარი პრიორიტეტია უმაღლესი ხარისხის პრემიუმ ნაწარმის წარმოება. ეს არის ევროპული ტიპის მცირე ოჯახური საწარმო, რომელიც 2014 წლიდან ქართულ ბაზარზე პროდუქციას “მახვში“-ს სახელწოდებით აწარმოებდა.

“ქართული პრემიუმი” პროდუქციას აწარმოებს ნედლი, ქართული ხორცისგან ყოველგვარი გემოს გამაძლიერებლების, საღებავების, კონსერვანტებისა და ემულგატორების გარეშე, თანამედროვე სტანდარტებისა და წესების სრული დაცვით. კომპანიის დაკვეთით, ავსტრიულ ფირმა „ალმი“-ში მზადდება ქართულ გემოვნებაზე მორგებული სუნელ-სანელებლები, რომლებიც შემდეგ გამოიყენება პროდუქციის საწარმოებლად. აქედან გამომდინარე ნაწარმს ახასიათებს გემოვნებიანად შენელებული ხორცის პიკანტური გემო და ბუნებრივი, ღია შეფერილობა.

გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებისგან, რაც შესაძლებელს ხდის დასახული მიზნის მიღწევას. საქმის სულისჩამდგმელი და დამფუძნებელი – ბნ. გიორგი ტვილდიანი ამ სფეროს 30+ წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია, რომელიც დღესაც განაგრძობს ცოდნის შეძენას ყოველწლიურ საერთაშორისო სემინარებზე. ყოველივე ეს აისახება ჩვენი პროდუქტის გემოსა და ხარისხზე.

რეალიზაციის ძირითად სეგმენტია: ჰორეკა, კერძო სკოლები, ბაღები და სხვა საბითუმო მოხმარების კორპორაციული კლიენტები. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორები არიან – სასტუმროები: მერიოტი, მერკური, იბისი, ორიონი, ტერასა, თბილისი ინნ; რესტორნები: წისქვილი, შარბათი, ტაბლა, შტელცე, HB, გინესი, პომიდორისიმო; ფრანგული სკოლა, საპატრიარქოს სკოლები და სხვა. 2017 წლის ბოლოდან ქ. თბილისში, საბურთალოზე, ზაქარიაძის 3-ში ფუნქციონირებს “ქართული პრემიუმი“-ს საფირმო მაღაზია. ასევე ჩვენი ნაწარმით დაინტერესდა და აქტიურად თანამშრომლობს ვაკეში, ფალიაშვილის 82-ში მდებარე ხორცის მაღაზია „ანტრეკოტი“.

კომპანიის მიზნებია:

1) ქართული ნედლეულის გამოყენებით ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების განვითარებას საქართველოში და საკუთარი პატარა წვლილი შეიტანოს დიდ ქართულ საქმეში;
2) დაამკვიდროს საქართველოში უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტების ევროპული სტანდარტი და მიაწოდოთ საზოგადოებას შესაბამისი პროდუქტი;

პროდუქცია