მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ქართული მარწყვი
ქართული მარწყვი

ქართული მარწყვი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჯორჯიან აგრო ექსპორტ გრუპი სათბურის პირობებში მარწყვს აწარმოებს. დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში აგებული 500 კვადრატულ მეტრიანი სასათბურე მეურნეობა აღჭურვილია ავტომატური წვეთოვანი მორწყვის სისტემით და ორ იარუსიანი სტელაჟებით, სადაც განთავსებულია 12,000-მდე სან-ანდრეასის და “ელიზავეტა II”-ს ჯიშის მარწყვის ნერგი.

მარწყვის წარმოების საქმეში იშვიათია შემთხვევა, რომ ვინმეს წარმოებული პროდუქცია დაებრენდოს. ქართული მარწყვი – სწორედ ამ სახელით გადის ბაზარზე კოოპერატივის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის მარწყვი. მართალია თავად მარწყვის ჯიშები ქართული არაა, მაგრამ ქართულ მიწაზეა მოყვანილი და ამ საქმეში დასაქმებული ოჯახების შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს.

გალერეა