მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > რომელი ქვეყანაში რამდენი ქართველი ცხოვრობს?
ქართველები მსოფლიოში

რომელი ქვეყანაში რამდენი ქართველი ცხოვრობს?

ამ 2 თვის წინათ სრული შოკი იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ საქართველოს მოსახლეობა შემცირდა, თან 642,000-ით და სულ 3,7 მილიონზე ოდნავ მეტი დავრჩით ამ ქვეყანაში. ამ ფაქტის მნიშვნელობა „გადაბალახებულია“ ბევრი სულელური უხერხებლო თემის მედიაში წინ წამოწევით, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით. მაშინ ბუნებრივად გამიჩნდა შეკითხვა, ნეტა საზღვარგარეთ რამდენი ვართ მეთქი და აი ეს ინფორმაციაც 🙂

მადლობა IDFI-ს, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია გამოითხოვა დიასპორის სამინისტროსგან და შემდეგ თავის ბლოგზე საჯარო გახადა. ვფიქრობ kar.ge-ს ხშირ სტუმარს დააინტერესებს სად რომელ ქვეყანაში რამდენი ქართველი ცხოვრობს. ცხადია ინფორმაცია მიახლოებითია.

აქვე დავძენ … მე პირადად სულაც არ ვთვლი „უბედურებად“ იმ ფაქტს, რომ ბევრი ქართველი საქართველოში შეიძლება არ ცხოვრობდეს. მეტიც, მიხარია კიდეც, რომ მთელს მსოფლიოს ვართ ასე თუ ისე მოდებული. ვინ სად როგორ მოხვდა და რატომ ეს სხვა საქმეა, მაგრამ მე მგონია, რომ სადაც ვიქნებით, კარგად თუ ვართ და ჩვენს ახლობლებთან კომუნიკაცია შეგვიძლია, დანარჩენს არა უშავს, როგორმე გადავიტანთ. თუმცა იქ მყოფი ადამიანისთვის საკითხი დიდწილად სხვაგვარად დგას ხოლმე.

 

ქართველები მსოფლიოში

 

საერთო ჯამში გამოდის, რომ საზღვარგარეთ 1,6 მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ამას ემატება ანგარიშში მოყვანილი 1 მილიონზე მეტი ისტორიული დიასპორა თურქეთში და 35,000-მდე ირანში. თუმცა მიკვირს ირანში, ფერეიდანში მაცხოვრებლები როგორაა დათვლილი.

გამოდის, რომ მსოფლიოში სულ დაახლოებით 6,3 მილიონიღა [3,7+1,6+1] ვართ ქართველები. აქედან ნახევარზე ოდნავ მეტი ცხოვრობს საქართველოში, დანარჩენი საზღვარგარეთ.

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"