მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ფუტკრის რძე
ფუტკრის რძე

ფუტკრის რძე

“ფეფე”, ოჯახური ბიზნესი, რომელიც 1897 წლიდან იდგამს ფეხს და 21-ე საუკუნეში ბნ. გიორგი ტატიშვილის ხელში ბიზნესის სახეს იღებს, დღეს უკვე 15-მდე ადამიანს ასაქმებს და ქართულ და უცხოურ ბაზრებს ალპურ თაფლს, ფუტკრის რძეს, სანთელს, ყვავილის მტვერს, თაფლის არაყს და ფუტკრის ოჯახებს აწვდის. ბრენდი “ფეფე” დიდი ბებიის სახელს უკავშირდება, რომლისგანაც დაიწყო ყველაფერი.

ფუტკრის სადედე რძეს მუშა ფუტკრები ყვავილის მტვერისა და თაფლისაგან გამოიმუშავებენ და სპეციალური ჯირკვლებიდან გამოყოფენ. შეიცავს 300-მდე მიკროელემენტს, მხოლოდ და მხოლოდ ფუტკრის რძეში გვხვდება გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი იუვენილური. ფუტკრის რძე მონაწილეობს სისხლის წარმოქმნასა და მასში ქოლესტერინის დონის მკვეთრად შემცირებაში. იგი ნივთიერებათა ცვლის რეგულატორია და შესაბამისად ახდენს წონის კორექციას.

ფუტკრის რძე იყიდება ინტერნეტით და აგრეთვე აქვთ ადგილზე მიტანის სერვისი თბილისის მასშტაბით.