მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ფუნთუშა ჰამბურგერი

ფუნთუშა ჰამბურგერი

კახეთის გზატკეცილი 217ა, ლუდის ქარხანა „კასტელის“ ტერიტორია, თბილისი 0198, საქართველო
+ 995 32 214 77 30, +995 599 57 83 09
info@bakehouse.ge
http://bakehouse.ge

შპს „ემსიბი ჯორჯია“ ფუნქციონირებს 1999 წლიდან და მისი მიზანია მსოფლიოს უდიდესი სწრაფი კვების კომპანია “მაკდონალდსის” რესტორნების ქსელის პურ-ფუნთუშეული პროდუქციით მომარაგება მთელს ამიერკავკასიის რეგიონში. გარდა ამისა კომპანია 500-ზე მეტ საცალო ობიექტში ყიდის თავისი წარმოების პურფუნთუშეულს ბრენდით – BakeHouse.

შპს „ემსიბი ჯორჯია“ ყოველწლიურად გადის ხარისხისა და პროდუქციის უსაფრთხოების აუდიტს, რომელსაც ატარებს საერთაშორისო სერტიფიკაციის აუდიტორული კომპანა: “Bureau Veritas”. კომპანიაში დანერგილია და მოქმედებს პროდუქტების უსაფრთხოების „რისკების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის“ სისტემა HACCP. ამ სისტემის სტანდარტებიდან გამომდინარე საწარმოში დაცულია სისუფთავისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები; წელიწადში ორჯერ, საწარმოს მთელი პერსონალი გადის სამედიცინო შემოწმებას, ხოლო ყოველთვიურად უტარდებათ შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები.

შპს “ემსიბი ჯორჯია”-ს წარმოებული ჰამბურგერი სათუთად გამომცხვარი ფუნთუშაა, რომელიც განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს ნებისმიერი შიგთავსის ბუტერბროდს, სენდვიჩს ან ჰამბურგერს.

შენახვის ვადა: 5 დღე.
წონა: 310 გრ.
რაოდენობა შეფუთვაში: 6 ცალი.