მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ფრეკო

ფრეკო

სოფელი მუსხი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, საქართველო
+ 995 599 055 005
info@freco.ge
http://freco.ge

შპს “ფრეკო” პირველი ქართული კარტოფილი ფრის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2016 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში დაარსდა. კომპანია ადგილობრივი – ახალციხის ნატურალური კარტოფილის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივად გემრიელ, ყოველგვარი ქიმიური დანამატებისაგან და GMO თავისუფალ კარტოფილ ფრის საკუთარი ბრენდული დასახელებით აწარმოებს და ყიდის.

ქართული ბრენდი “ფრეკო” 2016 წელს შეიქმნა. იქმნებოდა უნიკალური წარმოება, რომელმაც მიზნად დაისახა ეწარმოებინა ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივად გემრიელი ქართული პროდუქტი ქიმიური დანამატების გარეშე; თან ქართულ ნედლეულზე დაყრდნობით. ფრეკო სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ ხაზს უსვამს ამ მახასიათებლებს სახელწოდებით, ლოგოს ფერთა გამით და სლოგანით – “ფრეკო – სიამაყით ახალციხიდან!”.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...