მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ფრეკო, შპს

ფრეკო, შპს

სოფელი მუსხი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, საქართველო
+ 995 599 055 005
info@freco.ge
http://freco.ge
FB / ფრეკო

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “ფრეკო” პირველი ქართული კარტოფილი ფრის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2016 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში დაარსდა. წარმოების შექმნას წინ უძღოდა გრძელვადიანი მოსამზადებელი სამუშაოები, რათა ქართული ბაზრისთვის შექმნილიყო სწორედ რომ განუმეორებელი გემოს ქართული ნაწარმი.

ფრეკოს კარტოფილი ფრი მზადდება მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულით – ახალციხის ნატურალური კარტოფილის და უმაღლესი ხარისხის მზესუმხირის ზეთის გამოყენებით. პროდუქტი არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და არის GMO კომპონენტებისგან თავისუფალი. ჭრა ხდება სხვადასხვა ზომებზე დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად. დაჭრილი კარტოფილი იყინება, იფუთება და ამ ფორმით მიეწოდება მომხმარებელს.

ფრეკო / კარტოფილი ფრი გაყინული სახით:
ჭრის ზომა: 7 x 7 მმ და 9 x 9 მმ;
წონა: 1 კგ და 2,5 კგ;
შეფუთვა ყუთში: 4 ცალი;
შენახვის ვადა: 12 თვე (-18 C);

წარმოებული კარტოფილი ფრი მიეწოდება კვების დაწესებულებებს (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) და იყიდება სარეალიზაციო ქსელში.