ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > [ფოტოები] ქართული პროდუქცია 26 მაისის ზეიმზე რუსთაველზე

[ფოტოები] ქართული პროდუქცია 26 მაისის ზეიმზე რუსთაველზე

კარგი დღე იყო გუშინ!

და რა თქმა უნდა ჩემმა კამერამ ის პროდუქცია დააფიქსირა, რომელიც რუსთაველზე იყო წარმოდგენილი. შანსი რა თქმა უნდა არის, რომ რომელიმე გამომრჩა, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი რუსთაველი ავიარე-ჩავიარე და რაც თვალთ მომხვდა ყველაფერს გადავუღე [ბრენდულ პროდუქციას რა თქმა უნდა].

მომეწონა ეკონომიკის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდები, სადაც „სუფრა კარგად იყო გაშლილი“ ყველა მსურველისათვის.  ტერიტორია სავსე იყო და ხალხიც ბლომად აწყდებოდა ქართულ პროდუქციას.

ჩემი შენიშვნები ამ კომპონენტის ორგანიზატორებს და მონაწილე კომპანიებს:

  1. ძალიან გამიხარდა ზოგიერთი ისეთი პროდუქტი რომ ვნახე, რომელიც მართლა ვიცი რომ ძალიან კარგია! აი რამოდენიმე კი ნამდვილად ვიცი რომ არაფრად არ ვარგა არც პროდუქტი და არც იმ მწარმოებლის მხრიდან ქართული საქმისადმი დამოკიდებულება. სანამ „ეგეთ“ კომპანიებს ასეთ ღონისძიებაზე გამოიყვანთ, იქნებ მათი „DNM შეამოწმოთ“;
  2. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დახლების დიდი ნაწილი ცარიელი იყო. არ ვიცი მალე გაუთავდათ პროდუქცია და წავიდნენ, თუ არც გამოჩენილან საერთოდ [მე ოჯახთან ერთად იქ 2-დან 6 საათამდე ვიყავი]. პირდაპირ ვიტყვი: სანამ ასეთი უვარგის კომპანიებს გამოფენაზე მოიწვევთ [აბრები იყო გამოკიდებული, კომპანია კი არ ჩანდა], კარგად დაფიქრდით. ბევრი მოიძებნებოდა, ვინც 26 მაისს სიამოვნებით მოვიდოდა რუსთაველზე შანსი რომ ჰქონოდა;
  3. იმ კომპანიების საკურადღებოდ, რომელთაც ცხვირი ზედმეტად აქვთ აწეული და სხვის გვერდში დგომას არ კადრულობენ [მთელ რუსთაველზე რომ იყვნენ მიმოფანტულები, მეტიც, მიყრილ-მოყრილები]: მოვა დრო, და თქვენს დაგჭირდებათ გვერდში დგომა;

მე ვისურვებდი შემდეგს: მოძრაობა KAR.GE-ს ჰქონდეს თავისი ადგილი/კუთხე, სადაც ჩვენ მოწესრიგებულად წარმოვადგენდით იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენთან არიან საქმიანობაში ჩართული.