მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ფორთოხლის ბურთულა

ფორთოხლის ბურთულა

შპს “ბიო-მარგი”-ს ბრენდი ჩირკოლადის ისტორია 2011 წელს იწყება, როცა ხილისა და ბოსტნეულის მოჭარბებულმა რაოდენობამ ბაღდათის რაიონში დაბადა იდეა შექმნილიყო მცირე გადამამუშავებელი საამქრო, სადაც ხილის მოწეული მოსავლის პროდუქციად ქცევა იქნებოდა შესაძლებელი. თავიდან კოოპერატივი დაარსდა 2011 წელს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის “ადამიანი გაჭირვებაში” -ს მეშვეობით. 2014 წელს კი კოოპერატივს ინვესტორი გამოუჩნდა და დაფუძნდა შპს “ბიო-მარგი”.

ფორთოხლის ბურთულა ვიზუალურად მრგვალია და გარედან ქოქოსის ნამცეცებითაა დაფარული. გულში აქვს ფორთოხლის ჩირის ფარში, რომლის გულშიც ნიგოზია ჩადებული, შემდეგ კი ეს მასა შოკოლადშია ამოვლებული. თითო ფორთოხლის ბურთულა 15 გრამიანია. იყიდება ერთცალიან და სამცალიან შეფუთვაში. ასევე იყიდება წონით.

ჩირკოლადი იდეალურად აერთიანებს ჩირის და შოკოლადის იდეებს, კერძოდ კი შოკოლადში ამოვლებული ჩირის იდეას. და როგორც ხშირად ამ დროს ხდება ხოლმე, დაბადებისთანავე ბრენდი პოპულარული გახდა. კომპანია თავიდანვე ქმნიდა ქართულ ჯანსაღ პროდუქტს ყოველგვარი დანამატების, კონსერვანტებისა და ემულგატორების გარეშე. ჩირკოლადის დიდ ოჯახში ამჟამად 8 სხვადასხვა პროდუქტი შედის: გარგარი ნიგვზით შოკოლადში, ფინიკი ნიგვზით შოკოლადში, ფორთოხალი შოკოლადში, ფორთოხლის ბურთულა, ფორთოხლის ცუკატი, ქლიავი ნიგვზით შოკოლადში, ჩირიანი შოკოლადის ასორტი, ხურმა ნიგვზით შოკოლადში.