მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ფეფე

ფეფე

ბრენდი ფეფე ინდ. მეწარმე გიორგი ტატიშვილის კუთვნილებაა. ბნ. გიორგი მეფუტკრეობის მიმდევარი ტრადიციის ოჯახში დაიბადა. წარმოშობით ბნ. გიორგი ყაზბეგიდანაა და მეურნეობაც ყაზბეგში აქვს. სახელი ფეფე, რომელიც პროდუქციას ჰქვია, მომდინარეობს მისი წინაპრის – ფეფე ბებოს სახელიდან, რომელიც ამ სფეროში 1897 წლიდან მოღვაწეობდა. მისი დამსახურებაა, რომ დღეს უკვე ოჯახის მესამე თაობაა მეფუტკრეობაში ჩართული. იგი ძალიან ძლიერი მეფუტკრე იყო და ფუტკარიც მისგან ერგო მემკვიდრეობით.

ფუტკრის პროდუქტების წარმოებაში დასაქმებულია 15 ადამიანი. ძირითად მოსავალს იღებენ ყაზბეგში – უმაღლესი ხარისხის ალპური ზონის თაფლს და ფუტკრის პროდუქტებს. აწარმოებენ შემდეგ პროდუქტებს: თაფლი, ფუტკრის რძე, სანთელი, ყვავილის მტვერი, თაფლის არაყი, ფუტკრის ოჯახები. საქართველოში კონკურენცია დიდია, ფეფეს კონკურენტული უპირატესობებია მაღალი ხარისხი და დიდი ხნის დაგროვებული ნდობა კლიენტების მხრიდან.

2004 წლიდან მეფუტკრეობა გახდა ოჯახის ბიზნესი და მას მერე უფრო დახვეწა საქმიანობა, ბიზნესის სახე მისცა. ბნ. გიორგი ტატიშვილმა გამოიყენა საკუთარი დანაზოგები, გაამრავლა ფუტკრის ოჯახები და შეიძინა ჩამოსასხმელი და დამფასოებელი დანადგარი. ბრენდი ფეფე 2008 წელს ჩამოყალიბდა და განაგრძობს განვითარებას. ძირითადად იწარმოება ალპური ზონის მთის თაფლი და ფუტკრის რძე. პროდუქცია დაფასოებულია და ბაზარზე წარმოდგენილია სავაჭრო ქსელებში.