მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ფარკონი

ფარკონი

ა. ხეთაგუროვის 22, ქუთაისი, საქართველო
+995 431 21 45 04
+955 577 71 62 14
farconi.ge@gmail.com
http://farconi.com.ge
FB / ფარკონი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

ISO 22000 სერტიფიცირებული შპს “ფარკონი” 1997 წელს დაარსების დღიდან დაკავებულია სამკურნალო მცენარეული ნედლეულისა და ველური კენკრის ექსპორტით. 2016 წელს USAID პროგრამა REAP-ის დახმარებით კომპანიამ გახსნა ახალი საწარმო ქუთაისში. აქ ევროპული სტანდარტების სრული დაცვით და თანამედროვე გადამამუშავებელი დანადგარებითა კომპანია უკვე აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, სუფთა და ნატურალურ პროდუქციას საერთო ჯამში 4,000 კვადრატული მეტრის საერთო საწარმოო ფართში. შპს “ფარკონის”-ს მფლობელობაშია სამი ბრენდი: ფარკონი, ხომლი და ქართული დაფნა.

ბრენდი “ფარკონი” კომპანიის დამფუძნებლის – ბნ. მამუკა ალფაიძის მიერ მოფიქრებული სახელია, რომელიც თავის თავში აერთიანებს ყველაფერ იმას, რასაც კომპანია აკეთებს: ბუნებრივი, ქართული ნედლეულით, თან მცენარეებით (ერთიანდება ფრაზაში – “კონა”) ამზადებს პროდუქციას, რომელის სამკურნალოა თავისი დანიშნულეებით (ერთიანდებს სიტყვაში “ფარმა”).

ბრენდის მისიაა მაღალი ხარისხის ნაწარმის წარმოებით ხელი შეუწყოს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესს, ხელი შეუწყოს საქართველოში წარმოებულ პროდუქციის პოპულარიზაციას, იზრუნოს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე, გააღვიძოს ოპტიმიზმი, შეავსოს სამყარო გემოთი და არომატით. კომპანიის ღირებულებებია დამკვეთზე ორიენტირება, გრძელვადიანი პერსპექტივა, ხარისხი, ნდობა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი.

ლოგო იდეალურად ასახავს კოომპანიის საქმიანობის ბუნებას. კომპანიას აქვს სრულყოფილი ვებსაიტი და მოქმედი Facebook გვერდი, რომლებიც ბრენდის კომუნიაკციას თავის მომხმარებელთან ეფექტურს ხდის.

წარმოება

სამკურნალო მცენარეები

სამკურნალო მცენარეული ჩაის ნაირსახეობები