მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ფარკონი, შპს

ფარკონი, შპს

ა. ხეთაგუროვის 22, ქუთაისი, საქართველო
+995 431 21 45 04
+955 577 71 62 14
farconi.ge@gmail.com
http://farconi.com.ge
FB / ფარკონი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “ფარკონი” დაარსდა 1997 წელს. დაარსების დღიდან ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სამკურნალო მცენარეული ნედლეულისა და ველური კენკრის ექსპორტი. USAID პროგრამა REAP-ის დახმარებით 2016 წელს დასრულდა საწარმოს მშენებლობა ქ. ქუთაისში, რომელიც ევროპული სტანდერტების სრული დაცვით აშენდა. წარმოება აღჭურვილია თანამედროვე გადამამუშავებელი დანადგარებითა და ლაბორატორიით, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას აწარმოოს უმაღლესი ხარისხის, სუფთა და ნატურალური პროდუქცია საერთო ჯამში 4,000 კვადრატული მეტრის საერთო საწარმოო ფართში. კომპანიამ 2016 წლის იანვარში მიიღო ISO 22000 სერთიფიკატი, რითიც დაიმსახურა უცხოელი პარტნიორების ნდობა და შედეგად გაიზარდა ექსპორტი. შპს “ფარკონის”-ს მფლობელობაშია სამი ბრენდი: ფარკონი, ხომლი და ქართული დაფნა.

შპს “ფარკონი” სამი სახის პროდუქციას აწარმოებს: სამკურნალო მცენარეები, მცენარეული ჩაი და ქართული სუნელ-სანელებლები. ნედლეულის 80% საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სოფლებში გროვდება. კომპანიაში დასაქმებულია ოცდახუთამდე ადამიანი. ყოველწლიურად გადამუშავდება 400 ტონა ნედლეული. ექსპორტი ხორციელდება აშშ-ში, ბულგარეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უკრაინაში, რუსეთში, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა ქვეყნებში.

კომპანიისათვის უმნიშვნელოვანესია შეინარჩუნოს მაღალი ხარისხი და მისი პროდუქციის მომხმარებლებს მუდმივად მიაწოდოს სუფთა, ნატურალური და ჯანსაღი პროდუქცია. ნედლეულის 100% იზრდება და გროვდება საქართველოს ტერიტორიაზე, რომლისგანაც 100%-ით ნატურალური პროდუქცია მიიღება და არ შეიცავს დანამატებს, გემოს გამაძლიერებლებსა და უცხო მინარევებს.

“ფარკონი”-ს უპირველეს მიზანს წარმოადგენს ადგილი დაიკავოს საქართველოს ბაზარზე, საკუთარი სამკურნალო მცენარეების რეალიზაციით, რომელიც უკვე წარმოდგენილია ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

წარმოება

სამკურნალო მცენარეები

სამკურნალო მცენარეული ჩაის ნაირსახეობები