მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ფარავანპერლიტი

ფარავანპერლიტი

საქართველო, თბილისი 0186, ვაჟა ფშაველას VII კვტ., VIII კორპ./54
2 91 71 54, 2 91 71 50
contact@perlite.ge
http://perlite.ge

შპს „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი” 2002 წლიდან ფარავნის ტბასთან არსებულ საკუთარ პერლიტის საბადოზე აწარმოებს პერლიტის მოპოვებას, რომლის ტექნოლოგიურად დამუშავების შედეგად აწარმოებს სხვადასხვა დარგობრივ პროდუქციას: აგროპერლიტს, პერლიტის საფილტრე ფხვნილს, აფუებული პერლიტის ქვიშას და პერლიტის მსუბუქ თბოსაიზოლაციო სამშენებლო ბლოკებს. ნაწარმი არის ეკოლოგიურად 100% სუფთა და 100% ქართული.

ბრენდული დასახელება სიამაყით წარმოადგენს ადგილმდებარეობას, საქმიანობას და იმ სუფთა გარემოს, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმი მოიპოვება.

ფარავნის პერლიტისა და ობსიდიანის საბადო მდებარეობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, თბილისიდან 130 კმ–ში, ზღვის დონიდან 2150–2300 მეტრ სიმაღლეზე, საქართველოს უდიდესი ტბის – ფარავნის ტბის სიახლოვეს.

სწორედ ამან განაპირობა ბრენდის სახელწოდების არჩევა – ფარავანპერლიტი.