მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > უმაგრესი სვანური მარილი ქილაში
სვანური მარილი

უმაგრესი სვანური მარილი ქილაში

ქართულია & kar.ge-ა!

სვანური მარილი როცა შემომაკლდება ჩვეულერივ ბაზარში მივიწევ ხოლმე. მაგრამ ამჯერად გამონაკლისი დავუშვი და … პრინციპში აღმოჩენა იყო ეს აბა რა, ასეთი შეფუთული სვანური მარილი აქამდე არ მენახა …

200 გრამი სვანური მარილი 4.5 ლარი ღირს. ქილა ბოლომდეა სავსე და თავს რომ მოხდი არომატი ვარდება იქედაააან … მართლა ხარისხიანი მომზადებული რომაა ეტყობა! მაგრამ მართლა ძვირია. არანაკლებ ხარისხიანს და არანაკლებ წონას ნახევარ ფასში მაინც შეიძენ ბაზარში. თუმცა ნიკორას ობიექტში თავისი ადგილი დამკვიდრებული აქვს ამ მარილს [პრემიუმ სეგმენტში] ალბათ … მწარმოებელი არის სოციალური საწარმო – „ერთად“. მე ნიკორას სავაჭრო ქსელში ვიყიდე, შეიძლება სხვაგანაც არის.

სიმართლე გითხრათ მაოცებს ქართული მარკეტინგის თავისებურებები. ეტიკეტიდან აშკარაა, რომ სერიოზული ნამუშევარია, შტრიხ კოდიც მითითებულია, მაგრამ საიტზე – http://www.ertad.org/ არაფერი არ მეუბნება პროდუქტის შესახებ. ქილის თავსახურზე კი მითითებულია info@zeskho.ge … ან ერთი რა შუაშია, ან მეორე, ამ კიდევ სად ზესხო და სად მარილი … მობილურები აწერია ქილაზე – 577 05 22 41 და 599 13 36 00.

როგორც სვანური მარილი – ნამდვილად გემრიელია!

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”