მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > უგემრიელესი ლობიო ლორით – სადილი 2 წუთში “ნაციონალური დელიკატესი“-საგან!
უგემრიელესი ლობიო ლორით - სადილი 2 წუთში “ნაციონალური დელიკატესი“-საგან!

უგემრიელესი ლობიო ლორით – სადილი 2 წუთში “ნაციონალური დელიკატესი“-საგან!

ხანდახან ჩავარდება მომენტი, როცა ხარს შეჭამ ისე გშია, მაგრამ სახლში დაბრუნებულს არაფრის მომზადების არც თავი გაქვს და არც დრო. სწორედ ის მომენტი დამიდგა ამ საღამოს … მეც ბევრი არ მიფიქრია, ბინის ქვემოთ მარკეტში შევიქროლე, თვალი მოვავლე და … შპს „ნაციონალური დელიკატესი“-ს მიერ წარმოებული მზა საკვები – ლობიო ლორით ვიყიდე.

სახლში მოვედი … თავი ოდნავ გადავუხიე (ადგილიც გაუთვალისწინებიათ) და მიკროტალღურში შევდე პაკეტიანად (დაშვებულია, თან ვერტიკალურად მშვენივრად დადგა) … სადილიც 2 წუთში მზად იყო ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე … კიდევ კარგი სურათი სუპერმარკეტში რომ მაინც გადავიღე, თორემ მზადების დროს, მოშიებულზე თან, ისეთი ოხშივარი გაუშვა, სურათის გადაღება კი არა …

სიამოვნება უკვე იყო, ეხლა საქმე …

ჩათვალეთ, რომ ყიდულობთ 375 გრამიან ერთ მზა ულუფას, რომელიც გნებავთ მიკროტალღურში შეათბეთ და 2 წუთში მზად იქნება, გნებავთ ცივად მიირთვით (მე გამთბარი მირჩევნია)! უგემრიელესია! ეტიკეტიდან ვარკვევთ, რომ ეს არის:

ნატურალური პროდუქტი …
დახვეწილი გემო …
GMO გარეშე …
კონსერვანტების გარეშე …
საღებავების გარეშე …
გემოს გამაძლიერებლების გარეშე …
დამზადებულია საქართველოში …
ბრენდი შექმნილია უმაღლეს დონეზე …
ვებსაიტი: http://nd.ge/
Facebook: https://www.facebook.com/NationalDelicacy/

უშუალოდ წარმოება დედოფლისწყაროშია. „ნაციონალური დელიკატესი“ 7 სხვადასხვა ნაწარმს უშვებს: 1) სუპ-ხარჩო, 2) ბრინჯი ბოსტნეულით, 3) ქართული ფლავი, 4) ლობიო ლორით, 5) ქათმის ჩახოხბილი, 6) ბორში ძროხის ხორცით, 7) ფლავი ძროხის. თითოეულის ფასი 4-4,5 ლარის მიდამოშია. ლობიო ლორით, რაც მე ვიყიდე, 4,5 ლარი ღირდა უბნის სუპერმარკეტში.

რამოდენიმე შეფასება:

1. იდეა: მსგავსი ქართული ნაწარმი მეორე არ არსებობს! ეს განსაკუთრებით მახარებს ვინაიდან დროა უკვე ბაზარზე ნოვაციები გამოჩნდეს. დაანებეთ თავი ჩურჩხელებს, ჩირებს, გაყინულ ნახევარფაბრიკატებს, ღვინოს, ხის ნაკეთობებს, სუვენირებს და ა.შ. რამე ახალზე იფიქრეთ ყველამ;

2. ხარისხი: მე სულ ერთი ულუფა ლობიო მივირთვი ლორით 3 ნაჭერ პურთან ერთად და დამანაყრა. ნოყიერი იყო, არცაა გასაკვირი, შიგნით ლორი საკმაოდაა, ლობიოც ბლომადაა, სითხე მინიმალურად, ლობიო ძალიან გადახარშული არაა. გემრიელია, ზომიერად აქვს არომატებიც;

3. ვისთვისაა? რეალურად ეს არის პროდუქტი კონკრეტული სეგმენტისათვის, რომელიც დროს საკვების დამზადებაში ნაკლებად ხარჯავს. ძალიან კარგი „გამოსავალია“ როცა ვერაფერს იკეთებ თვითონ. და ასევე სუპერ გამოსავალი იქნება ტურისტული ლაშქრობის დროს, ან პიკნიკის დროს. პრაქტიკულად მზა საკვები მიგაქვს თან;

 

PS

განსაკუთრებით მომეწონა ის ვობლერი, დახლთან რომ იყო ჩამოკიდებული და გამოარჩევდა პროდუქტს. მასზე დატანილი ინფორმაციაც მოცემულია სურათზე. აშკარაა, რომ მწარმოებელმა ამაზეც იფიქრა!

იყიდეთ …
გასინჯეთ …
და გაგვიზიარეთ შეფასება …

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"