მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ტკბილეული, შპს

ტკბილეული, შპს

დადიანის 12, ბაღდათი, საქართველო
+ 995 595 284 224
arwividze@inbox.ru, arwividze751@gmail.com
FB/ჩირკოლადი

ისტორია 2011 წელს დაიწყო, როცა ხილისა და ბოსტნეულის მოჭარბებულმა რაოდენობამ ბაღდათის რაიონში დაბადა იდეა შექმნილიყო მცირე გადამამუშავებელი საამქრო. მთავარი იდეა ხილის მოსავლის პროდუქციად ქცევა იყო. სწორედ ამიტომ 2011 წელს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის “ადამიანი გაჭირვებაში”-ს მეშვეობით კოოპერატივი დაარსდა.

თავიდან დაიწყო ჩირის საცდელი პარტიების წარმოება – ხილის, ბოსტნეულის, კენკრისა და სამკურნალო ბალახების გამოშრობა. საამისოდ გამოიყენებოდა საშრობი დანადგარი რომელიც მუშაობს როგორც მზის, ასევე ელექტრო ენერგიით.

კოოპერატივმა თავიდანვე გადაწყვიტა ქართული ჯანსაღი პროდუქტი ყოველგვარი დანამატების, კონსერვანტებისა და ემულგატორების გარეშე წარმოება და მიღებული ჩირებისგან ახალი და ქართული წარმოებისთვის უცხო პროდუქტი შემოიტანა ბაზარზე. ეს იყო ჩირი ამოვლებული შოკოლადში. ბედად სახელიც უნიკალური გაჩნდა – ჩირკოლადი და შეიქმნა სხვადასხვა სახეობის ჩირკოლადები. თემა უცებ აიტაცა ბაზარმა. ჩირკოლადმა მრავალი წარმატება მოიტანა ადგილობრივ გამოფენა-გაყიდვებზეც.

დროთა განმავლობაში წარმატებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. დამყარდა ახალი ურთიერთობები პარტნიორებთან, რამაც პროდუქციის პოპულარობა და გაყიდვები კიდევ უფრო გაზარდა. ჩირკოლადი საცალო ქსელშიც მასიურად შევიდა. კონტაქტები დამყარდა ექსპორტიორებთანაც. კომპანიამ კვების დარგის ექსპერტი ორჯერ მოიწვია ჰოლანდიიდან და წარმოების განვითარების გეგმაც გააკეთა. არსებული გეგმების რეალიზაციისა და ტრადიციის გაგრძელების მიზნით 2017 წლის დასაწყისში დაარსდა შპს ტკბილეული.