მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სტოუნ არტ, შპს

სტოუნ არტ, შპს

ქერჩის 1, თბილისი, საქართველო
+ 995 555 350 808, + 995 599 881 988
stoneart2007@gmail.com
http://stoneart.ge

შპს ”სტოუნ არტ” 2007 წელს შეიქმნა და ინტერიერისა და ექსტერიერისათვის 20-ზე მეტი დასახელების დეკორატიულ ქვას აწარმოებს. ქვის ტიპი და ფერთა გამა პრაქტიკულად შეუზღუდავია. დეკორატიული ქვა შეიძლება დამზადდეს კატალოგის მიხედვით ან ინდივიდუალური შეკვეთის შესაბამისად.

კომპანიაში შემუშავებული უნიკალური მეთოდის მეშვეობით მიღებული პროდუქტის წონა ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ბეტონის ნაწარმზე 30-35%-ით მსუბუქია, ხოლო სიმტკიცით არ ჩამოუვარდება მას.
განსაკუთრებული დაკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია თითოეული ფილისათვის თბოიზოლაციური ფენის დამატება, რაც შენობის ენერგოეფექტურობას უწყობს ხელს. ფილების ძირითადი დანიშნულება რა თქმა უნდა არის კედელზე აკვრა, მაგრამ მზადდება პროდუქცია იატაკისთვისაც. საამისოდ ფილების ჩამოსხმის დროს გამოიყენება სპეციალური მასალები, რომლებიც ზრდიან პროდუქციის სიმტკიცეს.

დეკორატიული ქვის დამზადება არ არის უბრალოდ მისი ჩამოსხმა. აქ დიდი წვლილი აქვს შემოქმედებით მხარეს, ვინაიდან ყოველი შეკვეთა შეიძლება განსხვავებული იყოს და გამოყენების ადგილიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ყოველი ნამუშევრის ხელახლა გააზრება. დეკორატიული ქვის დაყენებაც ცალკე უნარია, რომელსაც სპეციალურად ამ საქმეში გაწვრთნილი ხელოსანი სჭირდება. კომპანიას აქვს მუდმივად გაახლებადი სპეციალისტების ნუსხა, რომლებიც საუკეთესოდ მუშაობენ დეკორატიული ქვის გაკვრაზე. თავად სტოუნ არტშიც ამ საქმეზე მაღალი კვალიფიკაციის ხელოსნები მუშაობენ.

დეკორატიული ფილების ტრანსპორტირება ხდება ხის პალეტებით, რაც უზრუნველყოფს მათ დაუზიანებლად ჩატანას დანიშნულების ადგილას. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია ფილების ინდივიდუალური შეფუთვაც.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...