მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სტარ კონსალტინგი

სტარ კონსალტინგი

ვაჟა-ფშაველას მე-7 კვ., 1ა, თბილისი, საქართველო
+ 995 595 908 182
ekaterine.burkadze@gmail.com
http://starconsulting.ge

შპს სტარ კონსალტინგი წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის სფეროში საქართველოში. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სისტემების შემუშავებისა / დანერგვის მიმართულებით აწარმოებს კონსულტაციებს, ატარებს ტრენინგებს და ახორციელებს კონკრეტულ პროექტებს სურსათის/ცხოველის საკვების პირველად წარმოებაში, გადამუშავებაში, დისტრიბუციაში და საცალო ვაჭრობაში ჩართული კომპანიებისათვის.

სტარ კონსალტინგი ქართული სასერტიფიკატო და საკონსულტაციო ბრენდია, რომელიც სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სფეროებში 2012 წლიდან საქმიანობს. მისი პარტნიორები არიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები – Mercy Corps, EBRD, REAP. კომპანია ამჟამად მუშაობს რამდენიმე ათეულ კლიენტთან: რძის და რძის პროდუქტების, პურისა და პურ-ფუნთუშეულის, ღვინის, ხორცისა და ხორცპროდუქტების, სასაკლაოების, კვერცხის მწარმოებელი, სუპერმარკეტების ქსელები და სატრანსპორტო კომპანიები.

შპს სტარ კონსალტინგი სურსათის/ცხოველის საკვების პირველად წარმოებაში, გადამუშავებაში, დისტრიბუციაში და საცალო ვაჭრობაში ჩართულ კომპანიებს შემდეგ მომსახურებას სთავაზობს:

1. საწარმოს არსებული მდგომარეობის შეფასება სურსათის უვნებლობის სტადარატების (ISO 22000, FSSC 22000, Global GAP, HACCP), საერთაშორისო სანიმუშო ჰიგიენისა და წარმოების პრაქტიკის (GHP & GMP) მოთხოვნების, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაზე;
2. სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის სისტემების შემუშავება და დანერგვა;
3. პერსონალის ტრენინგი;
4. საერთაშორისო აკრედიტებული მასერტიფიცირებელი ორგანოს შერჩევა და სერტიფიცირების პროცესში კომპანიის ინტერესების დაცვა;
5. გარემოსდაცვითი კონსულტაციები და ტრენინგები, კანონმდებლობის განმარტება, ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...