მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სტარ კონსალტინგი, შპს

სტარ კონსალტინგი, შპს

ვაჟა-ფშაველას მე-7 კვ., 1ა, თბილისი, საქართველო
+ 995 595 908 182
ekaterine.burkadze@gmail.com
http://starconsulting.ge

შპს სტარ კონსალტინგი წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის სფეროში საქართველოში. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სისტემების შემუშავებისა / დანერგვის მიმართულებით აწარმოებს კონსულტაციებს, ატარებს ტრენინგებს და ახორციელებს კონკრეტულ პროექტებს.

შპს სტარ კონსალტინგი თანამშრომლობს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან – Mercy Corps, EBRD, REAP. კომპანია ამჟამად მუშაობს რამდენიმე ათეულ კლიენტთან: რძის და რძის პროდუქტების, პურისა და პურ-ფუნთუშეულის, ღვინის, ხორცისა და ხორცპროდუქტების, სასაკლაოების, კვერცხის მწარმოებელ, სუპერმარკეტების ქსელებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან.

კომპანიის კონსულტანტების მიერ მცირე და საშუალო საწარმოთა შეფასებები, სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკის დანერგვა, პერსონალის ტრენინგი, მომწოდებლების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. კომპანიას არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. ყოველი ახალი პროექტის ღირებულების ფორმირება ხდება კონკრეტული სამუშაოების სირთულისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

შპს სტარ კონსალტინგი სურსათის/ცხოველის საკვების პირველად წარმოებაში, გადამუშავებაში, დისტრიბუციაში და საცალო ვაჭრობაში ჩართულ კომპანიებს შემდეგ მომსახურებას სთავაზობს:

1. საწარმოს არსებული მდგომარეობის შეფასება სურსათის უვნებლობის სტადარატების (ISO 22000, FSSC 22000, Global GAP, HACCP), საერთაშორისო სანიმუშო ჰიგიენისა და წარმოების პრაქტიკის (GHP & GMP) მოთხოვნების, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაზე;
2. სურსათის უვნებლობის და ხარისხის მართვის სისტემების შემუშავება და დანერგვა;
3. პერსონალის ტრენინგი;
4. საერთაშორისო აკრედიტებული მასერტიფიცირებელი ორგანოს შერჩევა და სერტიფიცირების პროცესში კომპანიის ინტერესების დაცვა;
5. გარემოსდაცვითი კონსულტაციები და ტრენინგები, კანონმდებლობის განმარტება, ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა.

სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სისტემის დანერგვისა და სერტიფიცირების პროცესი იყოფა რამდენიმე ეტაპად:

1. კომპანიის არსებული მდგომარეობის შეფასება;
2. კომპანიაში არსებული პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა სტანდარტებთან, წერილობითი პროცედურების შემუშავება და დანერგვა;
3. პერსონალის ტრენინგი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სისტემების თემაზე;

შპს „სტარ კონსალტინგი“-ს მაღალკვალიფიციური გუნდი თქვენი საიმედო პარტნიორია სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სფეროში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ http://starconsulting.ge