მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სტარტი

სტარტი

დიღმის მასივი, IV კვარტალი, კორპუსი #1, თბილისი, საქართველო
+995 579 34 33 61
ndesign415@gmail.com
FB / Start Energy Drink

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “სტარტი” 2017 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ენერგეტიკულ სასმელებს – “START” და “ROCKNROLL”-ს აგარაში აწარმოებს. კომპანიის უმთავრესი ამოცანა სახელის დამკვიდრება და შიდა ბაზარზე და ექსპორტზე პროდუქციის რეალიზაციაა.

ბრენდული დასახელება “სტარტი” შეირჩა პროდუქტის ბუნებიდან გამომდინარე. ქართული და მსოფლიო ბაზრებისათვის ენერგეტიკული სასმელები არახალია, თუმცა “სტარტი” გეგმავს თავისი განსხვავებული სიტყვა თქვას ამ ბაზარზე. ლოგო და კორპორატიული სტილი იდეალურად შეესაბამება პროდუქციის ბუნებას.

ფართო საზოგადოებისათვის ნაწარმის წარდგენა სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობის გზით შპს “სტარტ”-ის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. კომპანია 2017 წელს ჩაერთო მთელ რიგ ღონისძიებებში, სადაც წარმოჩინდა ბრენდი და მომხმარებელს პროდუქციის ყიდვის შესაძლებლობა მიეცა.

2017 წლის 19-23 ოქტომბერს ბრენდი მოძრაობა KAR.GE-მ წარადგინა International Fermented Food Expo (IFFE) 2017-ზე სამხრეთ კორეაში, სადაც პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ფოტოებზე დააკვირდით თუ როგორ მიმდინარეობდა დეგუსტაცია და რა ემოციები მოდის ადამიანებისგან. ეს ბრენდის პირველი წარდგენა იყო ესოდენ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე.

2017 წლის 22-23 დეკემბერს ბრენდი მოძრაობა KAR.GE-ს მიერ ორგანიზებულ “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017”-ში ჩაერთო, რომელიც სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში ჩატარდა. კომპანია თავისი პროდუქციის სრული და განახლებული ასორტიმენტით წარსდგა. ეს ბრენდის პირველი ოფიციალური წარდგენა იყო ადგილობრივი მომხმარებლის წინაშე.

შპს “სტარტი”-ს პროდუქციის შეძენა სარეალიზაციო ქსელშია შესაძლებელი.

შპს “სტარტი”-ს პროდუქცია სამხრეთ კორეაში, IFFE 2017-ზე 19-23 ოქტომბერს

შპს “სტარტი”-ს პროდუქცია ახალი პროდუქციის ფესტივალზე 2017 წლის 22-23 დეკემბერს

შპს “სტარტი”-ს პროდუქცია საესპორტო კატალოგის პრეზენტაციაზე 2018 წლის 3 აპრილს