მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სტარტი, შპს

სტარტი, შპს

დიღმის მასივი, IV კვარტალი, კორპუსი #1, თბილისი, საქართველო
+995 579 34 33 61
ndesign415@gmail.com
FB / Start Energy Drink

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “სტარტი” 2017 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ენერგეტიკულ სასმელებს – “START” და “ROCKNROLL”-ს აგარაში აწარმოებს. კომპანიის უმთავრესი ამოცანა სახელის დამკვიდრება და შიდა ბაზარზე და ექსპორტზე პროდუქციის რეალიზაციაა.

ფართო საზოგადოებისათვის ნაწარმის წარდგენა სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობის გზით შპს “სტარტ”-ის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. კომპანია 2017 წელს ჩაერთო მთელ რიგ ღონისძიებებში, სადაც წარმოჩინდა ბრენდი და მომხმარებელს პროდუქციის ყიდვის შესაძლებლობა მიეცა.

2017 წლის 19-23 ოქტომბერს ბრენდი მოძრაობა KAR.GE-მ წარადგინა International Fermented Food Expo (IFFE) 2017-ზე სამხრეთ კორეაში, სადაც პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ფოტოებზე დააკვირდით თუ როგორ მიმდინარეობდა დეგუსტაცია და რა ემოციები მოდის ადამიანებისგან. ეს ბრენდის პირველი წარდგენა იყო ესოდენ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე.

2017 წლის 22-23 დეკემბერს ბრენდი მოძრაობა KAR.GE-ს მიერ ორგანიზებულ “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017”-ში ჩაერთო, რომელიც სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში ჩატარდა. კომპანია თავისი პროდუქციის სრული და განახლებული ასორტიმენტით წარსდგა. ეს ბრენდის პირველი ოფიციალური წარდგენა იყო ადგილობრივი მომხმარებლის წინაშე.

შპს “სტარტი”-ს პროდუქციის შეძენა სარეალიზაციო ქსელშია შესაძლებელი.

შპს “სტარტი”-ს პროდუქცია სამხრეთ კორეაში, IFFE 2017-ზე 19-23 ოქტომბერს

შპს “სტარტი”-ს პროდუქცია ახალი პროდუქციის ფესტივალზე 2017 წლის 22-23 დეკემბერს

შპს “სტარტი”-ს პროდუქცია საესპორტო კატალოგის პრეზენტაციაზე 2018 წლის 3 აპრილს